"დარტყმის ქვეშ პარტნიორული და საქორწინო ურთიერთობები დგება" - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე აისახება ყველაზე მეტად 23 მარტის მთვარის დაბნელება

"დარტყმის ქვეშ პარტნიორული და საქორწინო ურთიერთობები დგება" - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე აისახება ყველაზე მეტად 23 მარტის მთვარის დაბნელება

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 23 მარტს მოსალოდნელი მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს:

"იმედია, გახსოვთ. რომ 23-ში მთვარის დაბნელებაა

ეს დაბნელება ხდება ვერძი - სასწორის ღერძზე.. შესაბამისად, ამ ნიშნების თემები იქნება აქცენტირებული...

ვინაიდან სასწორი პარტნიორული ურთიერთობების, ქორწინების თემებს კურირებს, დარტყმის ქვეშ სწორედ ჩვენი პარტნიორული და საქორწინო ურთიერთობები დგება. მოუფრთხილდით მათ.. გამოიჩინეთ დიპლომატია.. იყავით სამართლიანი..

ეს დაბნელება ყველაზე მეტად შეიძლება აისახოს მათზე, ვინც დაიბადა 21-24 მარტს, 22-26 დეკემბერს, ასევე 23-26 ივლისს, 24-28 სექტემბერს, ანუ კარდინალური ნიშნების ადამიანებზე - ვერძები, სასწორები, კირჩხიბები და თხის რქები.

ზოგადად, მოსალოდნელია, როგორც კონფლიქტების გამწვავება, ასევე უკვე არსებულ კონფლიქტებში სასიკეთო, სამშვიდობო ტენდენციები, საერთო ენის გამონახვა და ეს შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის მასშტაბითაც განვიხილოთ.

ეს დაბნელება მნიშვნელოვნად შეიძლება აისახოს დიპლომატებზე, იურისტებზე, სამართალდამცავ სფეროებზე.

ვინაიდან მთვარე ინ, ანუ ქალური ენერგიების მატარებელია, ტრადიციულად მასზე მწვავედ რეაგირებენ ქალები, ასევე სენსიტიური ადამიანები და ბავშვები.

ჯანმრთელობის მხრივ - ვისაც თირკმელების, ან ზოგადად, შარდ-სასქესო სისტემის პრობლემები აწუხებს, ასევე, შაკიკის, ჰიპერტონიისკენ, ნევრალგიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, ყურადღება მიაქციეთ მოხუცებს.

შეეცადეთ დაბნელებამდე და მას შემდეგ თუნდაც 3-4 დღე არაფერი მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ.. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ გააკეთოთ მსხვილი შენაძენი, დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით, გამოიჩინეთ სიმშვიდე და სიფრთხილე, მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს და თქვენც ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციებს, იყავით ფრთხილად საჭესთან, ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის

წარმატებები თქვენ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს