ყველაზე მოხატული და მოჩითული სოფელი მსოფლიოში - მის შესახებ ჯერ არ გაგიგონიათ!

ყველაზე მოხატული და მოჩითული სოფელი მსოფლიოში - მის შესახებ ჯერ არ გაგიგონიათ!

ამ მყუდრო და მშვიდი სოფლის მშვენება ბევრს აოცებს. ზალიპიე ზღაპრული, მართლა ხელით მოხატული სოფელია პოლონეთში. ამ სოფლის სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის. მისი თავისებურება და მთავარი ღირსება აქაურ სახლებში იმალება, რომელიც ასე მოსწონთ და აინტერესებთ ხელოვნებათმცოდნეებსა თუ უბრალო დამთვალიერებელს.

აქ სახლები ულამაზესად არის მოხატული, დეკორატიულად გაფორმებული, გარედანაც და შიგნიდანაც. ზალიპიური ხატვის ხელოვნება საყოველთაოდ არის ცნობილი. აქ სპეციალური სკოლაც კი არსებობს, სადაც ასეთი სტილის ხატვას ასწავლიან ამ და მეზობელი სოფლის მოსახლეობას.

ზალიპიეში 20-მდე დეკორატიულად მოხატული სახლი და სხვა სამეურნეო დანიშნულების ობიექტია. ხშირ შემთხვევაში ეს დეკორატიული ორნამენტები შიგნით სახლშიც გრძელდება და უფრო მეტიც, საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი მოიცავს.

სახლების დეკორატიულად გაფორმების იდეა დიასხლისებს ეკუთვნით, რომელთაც სურდათ, რომ თეთრი ფერის სადა სახლები რამით გაეხალისებინათ. თავდაპირველად ეს იყო უბრალო ფიგურები, მარტივი ორნამენტები, შემდეგ კი თანდათან უფრო დახვეწილ ხელოვნების ნიმუშებად გადაიქცა.

თავდაპირველად საღებავებიც მხოლოდ ბუნებრივი იყო, იყენებდნენ ყველაფერს, რითი მოხატვაც კი იყო შესაძლებელი, იქნებოდა ეს ნაცარი, ინა თუ სხვა რამ, ფუნჯებს არყის ხისგან ამზადებდნენ.

ნახატი ძირითადად იყო ყვავილი, მოგვიანებით ეს ფორმა კიდევ უფრო დაიხვეწა და დაემატა უამრავი ფერი. უცვლელი დარჩა მხოლოდ მხატვრის შემოქმედებითი ხედვა, არავითარი წინასწარი ჩანახატი თუ მონახაზი არ არსებობდა, ყველაფერი სპონტანურად იხატებოდა.

ასეთი სტილით ხატვის ტრადიციას საფუძველი მეცხრამეტე საუკუნეში ჩაეყარა და დღემდე ვითარდება.

ზალიპიეში არსებობს ფერმწერთა სკოლა, რომელსაც მრავალი მხატვარი სტუმრობს ხოლმე, აქ ტარდება სპეციალური ლექციები, რომელსაც ატარებენ არა მარტო ადგილობრივი მკვიდრნი, არამედ მოწვეული მხატვრებიც.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს