10 ზღაპრული ადგილი, სადაც ახალ ცხოვრებას წარმოუდგენლად იაფად დაიწყებთ

10 ზღაპრული ადგილი, სადაც ახალ ცხოვრებას წარმოუდგენლად იაფად დაიწყებთ

ცხოვრებისთვის იდეალური ადგილები, როგორც წესი, იქ მდებარეობს, სადაც მას ნაკლებად ელიან. თუ თქვენი სამსახურის წყალობით უკვე გაქვთ გარკვეული დანაზოგი, გსურთ ყველაფრის რადიკალურად შეცვლა და სადმე მშვიდ, ლამაზ და რაც ყველაზე მთავარია, იაფ ქვეყანაში გადაბარგება, გთავაზობთ, გაეცნოთ მსოფლიოს ზღაპრული ადგილების ათეულს, სადაც მყუდრო გარემოში დაისვენებთ...

ავარუა, კუკის კუნძულები

ეს კუნძულები ფორმალურად ახალი ზელანდიის ნაწილია, მაგრამ ამ არქიპელაგიდან 2008 კილომეტრში მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. ადგილობრივი ტროპიკული სანაპიროები მალდივისა და სეიშელისას არ ჩამოუვარდება სილამაზით, საცხოვრებლის ქირაობა კი თვეში 130 დოლარად არის შესაძლებელი.

ადგილობრივი მოსახლეობა პოლინეზიელი აბორიგენები გახლავთ და ისინი სულაც არ არიან ტურისტებით განებივრებული. წელიწადში კუნძულებს 100 ათას უცხოელზე მეტი არ სტუმრობს. შედარებისთვის: ჰავაი წელიწადში 8 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. რისი გაკეთება შეიძლება აქ? დააკვირდე ვეშაპებს, იარო ლაშქრობებში, დატკბე ულამაზესი პეიზაჟებით. არსებობს ერთი "მაგრამ": უცხოელებს არ აქვთ უფლება, შეიძინონ უძრავი ქონება, მაგრამ შეუძლიათ აიღონ იჯარით 60 წლის ვადით. კუნძულის სრულფასოვანი მოქალაქეობის მისაღებად, უნდა იცხოვროთ აქ რამდენიმე წელიწადი და მიიღოთ მთავრობისგან სპეციალური ნებართვა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ჩესკი-კრუმლოვი, ჩეხეთის რესპუბლიკა

ეს ზღაპრული ქალაქი ჩეხეთის პროვინცია ბოჰემიაში მდებარეობს. მთლიანი ქალაქი ერთ უზარმაზარ შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს ჰგავს. აქ რეგულარულად ტარდება რენესანსის ეპოქის მსგავსი ბაზრობები, ასევე, ვარდების შეუდარებელი ფესტივალი. ქალაქის რესტორნებში სადილი 2 პერსონაზე 20 დოლარი დაგიჯდებათ, ბინის დაქირავება კი 400 დოლარი თვეში. რაფტინგის მოყვარულთათვის ჩესკი-კრუმლოვში მდინარე ვლტავა მიედინება. ქალაქში ნორმალური ცხოვრებისთვის, ჩეხური ენის საწყის დონეზე შესწავლა მაინც მოგიწევთ.

კო-ტონსაი, კამბოჯა

ეს გახლავთ პატარა კუნძული კამბოჯის სამხრეთით. ჯუნგლებისა და სანაპიროების ნამდვილი სამოთხე. აქ თითქმის არავინ ცხოვრობს, თუკი მეთევზეების რამდენიმე ოჯახს არ ჩავთვლით. ასე რომ, შესაფერისი ბუნგალოს მოძებნა სასაცილო ფასად არის შესაძლებელი. კუნძულზე შეგიძლიათ დაისვენოთ და გამოიკვლიოთ ჯუნგლებში მდებარე გამოქვაბული. სულ რაღაც 5 დოლარად მეთევზეები თქვენს თვალწინ მოამზადებენ ზღვის პროდუქტების არაჩვეულებრივ კერძებს. კო-ტონსაის ნაკლი გახლავთ ის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სანაპიროების კუნძული, სადაც ქოლგის ქვეშ შეგიძლია ნეტარებას მიეცე მთელი დღის განმავლობაში. სანაპიროს ხანდახან უპატრონო ძაღლები და ტყის სხვა ბინადარნი სტუმრობენ. თუმცა, მხოლოდ აქ შეიგრძნობთ სრულად, რა შორს ხართ ცივილიზაციისგან.

გუანაჰუატო, მექსიკა

შუა მექსიკაში მდებარეობს ქალაქი გუანაჰუტო. კარგ ბინას აქ 150-200 დოლარად იქირავებთ, კათხა ლუდი ბარებში 1 დოლარზე ნაკლები ღირს, კინოთეატრის ბილეთი კი - 3$. ქალაქში ცხოვრების გამოცდილების შესახებ მწერალმა რეი ბრედბერიმ მოთხრობაში "შემდეგი რიგში" აღწერა. ასევე, აქ ტარდება ხელოვნების ცნობილი ფესტივალი ჩერვანტინო, რომელსაც სახელი სერვანტესის პატივსაცემულოდ ეწოდა.

მარგალიტის კუნძულები, პანამა

პანამის მატერიკული ნაწილიდან დასავლეთით 30 კილომეტრის მოშორებით წყნარ ოკეანეში გადაშლილია არაჩვეულებრივი არქიპელაგი. ერთ დროს აქ მარგალიტს აურაცხელი რაოდენობით მოიპოვებდნენ. იყო დრო, როდესაც კუნძულზე ყველაზე ძლევამოსილი მეკობრეები ემალებოდნენ მთავრობას. დღეს ეს გახლავთ შესანიშნავი სავანე ადგილობრივებისთვის. პატარა სახლის ქირაობა სანაპიროზე 300$ ღირს. მარგალიტის კუნძულები იდეალური ადგილია იმისთვის, რომ სამყაროს მოსწყდეთ.

სხვათა შორის, სწორედ აქ არის გადაღებული რეალითი-შოუ "დარჩე ცოცხალის" სამი სეზონი. ასე რომ, პეიზაჟების თვალსაზრისით, ეს ადგილი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გახლავთ.

აგონდას სანაპიროები, გოა, ინდოეთი

გოას სანაპიროების სამხრეთი ნაწილი - ადგილი, სადაც შეგიძლიათ სპილოთი პირდაპირ სანაპიროზე ისეირნოთ. ბოთლი ღვინო აქ ნახევარი დოლარი ღირს, თმას 0,6$-ად შეგჭრიან, საცხოვრებელს კი თვეში 120 დოლარად იქირავებთ. გოას ეს ნაწილი საკმაოდ უკაცრიელია, ადგილობრივები ტურისტებით ისე არ არიან განებივრებული, როგორც ინდოეთის დანარჩენი სანაპიროების მცხოვრებლები. აგონდა სავსეა უამრავი საინტერესო ტაძრითა და ადგილებით, სადაც იოგით დაკავდებით.

ველიკო ტირნოვო, ბულგარეთი

ეს ადგილი ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ველიკო ტირნოვოს ხეობაში მდებარეობს. ეს გახლავთ შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო რივიერა. აქ ისეთივე სილამაზეა, როგორიც საფრანგეთში, მაგრამ ფასებში დიდი განსხვავებაა, მოსახლეობა კი მხოლოდ 200 ადამიანი. ამ ქალაქს არაერთი იმპერიის აღმავლობა და დაცემა უნახავს.

ბინის დაქირავება ველიკო ტირნოვოში 200 დოლარი ღირს. ერთადერთი ნაკლი კი, შედარებით განუვითარებელი ინფრასტრუქტურა გახლავთ.

ჰო კოკ-ბიჩი, ვიეტნამი

ვიეტნამის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ცნობილია იმით, რომ აქ 11 ათას ჰექტარზე ტროპიკული ტყეა გადაჭიმული. დაივინგისა და წყალქვეშა ნადირობის მოყვარულთათვის ჰო კოკ-ბიჩი აზიაში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია: აქ უზარმაზარი ბარიერული რიფი გადის და იგი ტურისტებისგან უქმე დღეებშიც კი თავისუფალია.

საცხოვრებელის მოძებნა აქ თვეში 150-200 დოლარად არის შესაძლებელი. თუმცა, იყავით მზად, რომ მოგიწევთ ადგილობრივებთან მჭიდრო კონტაქტში ცხოვრება, ისინი სანაპირო ადგილებს თქვენთან ერთად გაიზიარებენ.

კსამილ ბიჩი, ალბანეთი

ალბანეთის სამხრეთით მდებარე დასახლება კსამილ ბიჩი წყნარი ცხოვრებისთვის იდეალური ადგილია. მის გვერდით პატარა ქალაქი და ეროვნული პარკი მდებარეობს. კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, ადგილობრივი პროდუქტები - მანდარინები და ზეითუნის ზეთი. მეზობელი საბერძნეთის, იტალიისა და ხორვატიისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი გაცილებით იაფია: ბოთლი ლუდი 90 ცენტი, ხოლო საცხოვრებელი თვეში 100-120$ ღირს.

მიირთვით ზღვის პროდუქტები (თევზის 30-მდე სახეობა, კერძების ფასი კაფეებში საშუალოდ 6$), დალიეთ იაფიანი ღვინო (ბოთლი - 6$), ისეირნეთ კატამარანებზე და იმედოვნეთ, რომ 5 წლის შემდეგ აქ ტურისტები აღარ გამოჩნდებიან.

ლას-ტრანკასი, ჩილე

აქ სამხრეთ ამერიკაში მთის საუკეთესო ფერდობები მდებარეობს. სათხილამურო სპორტით დაკავება წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. ბინის ქირაობა მხოლოდ 300$ ღირს. მდიდარი ტურისტები მთის ფერდობებზე ცხოვრობენ, ველური თავგადასავლების მოყვარულები კი მიმდებარე სოფლებში. არის ერთი პრობლემა: აქ მუდამ ზამთარია, მაგრამ ვიღაცას ხომ ისიც უყვარს?

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს