ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
10:28 / 26-03-2016
ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის
ბიძინა ივანიშვილის მიერ ტიტას ჯიშის ასწლოვანი ხის შესყიდვამ და ციხისძირიდან ურეკში გადასარგავად ტრანსპორტირებამ, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. AMBEBI.GE დაინტერესდა არსებობს თუ არა ხეების ზღვით გადატანის პრაქტიკა მსოფლიოში. სტატიაში წარმოგიდგენთ მრავალწლიანი ხეების ფესვიანად ამოღების და სხვა ადგილზე გადარგვის რამდენიმე ფაქტს.

პირველი ორი ფაქტი, რომელსაც "გუგლში" საძიებო სიტყვა "დიდი ხეების ტრანსპორტირება" გვიჩვენებს, გახლავთ შემდეგი: lifeofanarchitect.com-ზე გამოქვეყნებული სტატია ასწლიანი მუხის ფესვიანად გადატანას ეძღვნება, რომელიც დალასში, 2012 წელს განხორციელდა. ვინაიდან ხე იდგა ისეთ ადგილას, სადაც შენობის და პარკინგის სივრცის მოწყობა იგეგმებოდა, მისი მოჭრის ნაცვლად მცენარის სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. სტატიაში დეტალურადაა მოთხრობილი, ტექნიკურად როგორ მოხერხდა ეს. 75 000 კილოგრამიანი ხისა და ფესვებიანი მიწის გადატანას მომზადება, დაგეგმარება, თითქმის 6-კვირიანი მოთმინება და შესაბამისი უნარები დასჭირდა. მუხის მიწიდან ამოღება, ტრანსპორტირება და გადარგვა დაახლოებით 57 000 დოლარი დაჯდა.



რაც შეეხება მეორე შემთხვევას, რა დროსაც ხის ტრანსპორტირება წყლით მოხდა, საიტ lisahammerrca.com-ზე ვკითხულობთ. მაიამიში, სამანქანო გზასთან, ფეხით მოსიარულეთა ბილიკთან ახლოს მდგარი ორი უძველესი ხე წაიქცა. გადაწყდა, მსგავსი საშიშროების შემცველი ხეები ამოეღოთ და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ახალი, ჯანმრთელი ხეები დაერგათ.

შედეგად ათზე მეტი ზრდასრული მუხა და ფიკუსი ამოიღეს მიწიდან და მდინარეზე სპეციალური ბარჟით გადაიტანეს მაიამის მუზეუმ-პარკში. თითო ხე 45 000 კილოგრამს იწონიდა. "ხეების შენახვა და შენარჩუნება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი, ეს გახლდათ ინოვაციური გზა ამ დიდებული ხეების გადასარჩენად. მათგან ზოგიერთი ას წელზე მეტი ხნისაა და კიდევ ხანგრძლივი სიცოცხლე ექნებათ," - განაცხადა ხეების გადარგვის იდეის ავტორმა ქალაქის კომისარმა მარკ სარნოფმა.

ხილეთ ვიდეო


01:17 / 27-03-2016
unda gamoigonot parlamentarebo axali kanoni anchascoreba tu vinme...presidenti an rigiti gadackvet asclovani xeebis gadargvas,vtxovot rom xeebi ekutvnis kveknis micas sadac unda ikrzalebodes xeebis gadargva gadmorgva mochta mit upro.tumca sakartvelo erti abnomaliaa
nino
23:03 / 26-03-2016
ხეები ზღვაში- დელფინები ნაპირზე, წერენ 18 გამორიყაო
ექსკავატორით: " ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა"
მსგავსი სიახლეები
"თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დააკვირდით "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს
"ჯერ "რუსთავი 2" რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის ეტალონი?
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა
ივანიშვილმა "მოქალაქის" მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრე ბიზნესმენებს მიმართა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მესამე სექტორი დაბინძურებულია
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:08 / 01-10-2016  Image "ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, გარკვეული მომენტები არ ახსოვს" - ექიმის კომენტარი დიდინეძში დაშავებული გოგონას მდგომარეობაზე
+VIDEO "მას ყელზე აღენიშნება ორმხრივი ნაჭდევი"
11:15 / 01-10-2016  Image "გთხოვთ, ვიცოცხლებ დედიკოს დაბადების დღემდე..." - ამბავი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა
ჩანაწერი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს
19:51 / 01-10-2016  Image რომის პაპი - ქართული ენა მდიდარია, ერთი გამოთქმაა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს
"ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობისთვის მადლობას ვწირავ უფალს"
19:22 / 01-10-2016  Image 13 საინტერესო ფაქტი ამერიკის საპრეზიდენტო დებატების ისტორიიდან
პირველი საპრეზიდენტო დებატები, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა 1960 წელს, ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსოსნ შორის შედგა
10:59 / 01-10-2016  Image ყველაფერი, რაც ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ უნდა იცოდეთ
ის, რაც უნდა იცოდეთ პირველი სექსის შესახებ
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49