13:16 / 27-03-2016
ჯენიფერ ლოპესი, ელტონ ჯონი და ქართული ცეკვა რუსი მილიარდერის შვილის წარმოუდგენლად მდიდრულ ქორწილში
შაბათს, 26 მარტს მოსკოვში გრანდიოზული ქორწილი შედგა. მილიარდერ მიხეილ გუცერიევის უმცროსი ვაჟის საიდის ქორწილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუცერიევი, რომელიც "როსნეფტის", "ბირბანკის" და რამდენიმე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.

გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩამოიყვანეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი. მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ალა პუგაჩოვაც გამოვიდა. სტუმრები
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქართული ნაციონალური ცეკვითაც დატკბნენ, გუცარიევმა შვილის ქორწილში ქართული ცეკვის პროფეციონალი მოცეკვავეებიც მიიწვია.

დაათვალიერეთ ფოტოები ქორწილიდან

იხილეთ ვიდეო

გუცერიევს შვილის ქორწილისთვის ფული ნამდვილად არ დაუნანია. LifeNews-ის ინფორმაციით, ჯენიფერ ლოპესის ვიზიტი მილიარდერს - 5 მილიონი ევრო, ელტონ ჯონის სიმღერებით ტკბობა კი - 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

პატარძალი, ხადიჯა წარმოშობით ინგუშეთიდანაა და როგორც ამბობენ საიდისთვის შესაფერის გოგონას გუცერიევების ოჯახი 4 წლის განმავლობაში ეძებდა. ულამაზეს ხადიჯას Ellie Saab-ის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის შეკერეს საფრანგეთში.
16:23 / 14-05-2016
"თენგიზ"-ს. ზუსტად ეგეთივე სქემა იყო საქარტველოშიც, ანუ კეზერაშვილი მხოლოდ სააკაშვილის თანხების განმკარგავია და მეტი არაფერი.
გიო
16:12 / 26-04-2016
არა მგონია მილიონები დაურიგეს მომღერლებს. წინათაც დაპატიჟეს ლოპესი (ის უკვე ამერიკაში არ ახსოვთ, მხოლოდ რუსეთში) ერთ ქორწილში და გადაუხადეს მხოლოდ ნახევარი მილიონი. სხვებსაც დაახლოებით ამდენს მისცემდნენ. რაც შეეხება მილიარდერობას. ცნობილ Dawisha-ს წიგნში Putin's Kleptocracy: Who Owns Russia? (პუტინის კლეპტოკრატია:ვინ ფლობს რუსეთს?) დოკუმენტირებულია მთელი ფინანსური ინდუსტრიის მაფიოზური სტრუქტურა. ყველაფერს ფლობს პუტინი და მისი უახლოესი საძმო. ბევრი კომპანიის სათავეში კი დაყენებულია ხალხი, ხშირად არა რუსული გვარებით, რომლებიც შვეიცარის როლს თამაშობენ - უბრალოდ ბუტაფორულად წარმოადგენენ "თავის" კაპიტალს. მათ არ აქვთ უფლება და შესაძლებლობა დახარჯონ დიდი თანხები და ხარჯავენ მხოლოდ იმდენს რამდენიც საჭიროა თავიანთი ყალბი სახის და სტატუსის შენარჩუნებისთვის. გამსკდარი სკანდალის შემდეგ "პანამის დოკუმენტებთან" დაკავშირებით (სადაც გარეულია პუტინი, ბიძინა და ბევრი სხვა) მთლად გაიშიფრა ეს სქემა. რუსეთში არა მხოლოდ შეუძლებელია გამდიდრება ზემოდან თანხმობის გარეშე, მაგრამ ასევე თავისი აქტივების გაყიდვა. ყველაფერი უნდა შეუთანხმო და წილი მისცე.
თენგიზ
მსგავსი სიახლეები
+PHOTO წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქალების საერთო მტერთან
"ფინი იდეალური პიროვნებაა, რომელსაც უნდა მიბაძო"
ბიძინა ივანიშვილის ქონება დღეისთვის 4,8 მილიარდი დოლარია
+VIDEO პოპ დივა ჯენიფერ ლოპესი "ენ-ბი-სი იუნივერსალის" პრეზენტაციაზე იმყოფებოდა
ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია პატარა თურგაი ჯუნერის, ეს ჩაის ფოთოლი ნეტავ ფულად აქციაო და აუხდა კიდეც...
ჯენიფერმა ეს ვილა 2010 წელს შეიძინა
სამშობლოში მას განიკითხავენ და ბრალს სდებენ ყაზახი ხალხისგან მოპარული ფულის გაფლანგვაში
ჯეი ლოს კონტაქტების სიაში აღმოჩნდა დემი ლოვატოს, ბრედლი კუპერის, კრიშტიანო რონალდოს ტელეფონის ნომრები
2000 წლიდან მოყოლებული ჩინეთში 10 ათასამდე ბიზნესმენი და ჩინოვნიკი კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს
ტაბლოიდები წერდნენ, რომ ამერიკელ მილიარდერს "გუგლის" ახალგაზრდა თანამშრომელთან ჰქონდა რომანი
ფოტოგალერეა
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:14 / 26-06-2016  Image "თავდაპირველი კომენტარი ცხელ გულზე გავაკეთე" - რა განმარტებას აკეთებს არქიმანდრიტი გაბრიელი პატრულის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე
"უბრალოდ მანქანაში ჩასმის დროს, ხელები შებოჭილი მქონდა"
11:29 / 26-06-2016  Image "ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს
"თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია..."
14:15 / 26-06-2016  Image რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)
+PHOTO დაუზუსტებელი მონაცემებით, ის 4 მილიარდ დოლარამდე ქონების მფლობელია
15:01 / 26-06-2016  Image 42 წლის ტეხასელი ქალი, რომელმაც შვილები დახოცა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა
22 წლის მედისონი ადგილზე დაიღუპა, 17 წლის ტეილორი კი საავადმყოფოში
12:14 / 26-06-2016  Image "ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ
"ერთმა ჩემზე დაწერა - მის ბომბორააო და ძალიან ბევრი ვიხალისე"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49