ჯენიფერ ლოპესი, ელტონ ჯონი და ქართული ცეკვა რუსი მილიარდერის შვილის წარმოუდგენლად მდიდრულ ქორწილში

ჯენიფერ ლოპესი, ელტონ ჯონი და ქართული ცეკვა რუსი მილიარდერის შვილის წარმოუდგენლად მდიდრულ ქორწილში

შაბათს, 26 მარტს მოსკოვში გრანდიოზული ქორწილი შედგა. მილიარდერ მიხეილ გუცერიევის უმცროსი ვაჟის საიდის ქორწილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუცერიევი, რომელიც "როსნეფტის", "ბირბანკის" და რამდენიმე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.

გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩამოიყვანეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი. მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ალა პუგაჩოვაც გამოვიდა. სტუმრები ქართული ნაციონალური ცეკვითაც დატკბნენ, გუცარიევმა შვილის ქორწილში ქართული ცეკვის პროფეციონალი მოცეკვავეებიც მიიწვია.

დაათვალიერეთ ფოტოები ქორწილიდან

იხილეთ ვიდეო

გუცერიევს შვილის ქორწილისთვის ფული ნამდვილად არ დაუნანია. LifeNews-ის ინფორმაციით, ჯენიფერ ლოპესის ვიზიტი მილიარდერს - 5 მილიონი ევრო, ელტონ ჯონის სიმღერებით ტკბობა კი - 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

პატარძალი, ხადიჯა წარმოშობით ინგუშეთიდანაა და როგორც ამბობენ საიდისთვის შესაფერის გოგონას გუცერიევების ოჯახი 4 წლის განმავლობაში ეძებდა. ულამაზეს ხადიჯას Ellie Saab-ის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის შეკერეს საფრანგეთში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს