რატომ ატარებენ ქალები საქორწინო ბეჭდებს

რატომ ატარებენ ქალები საქორწინო ბეჭდებს

საქორწინო ბეჭდების ტარება ისეთივე ძველი ჩვეულება გეგონება, როგორც ქორწინების ინსტიტუტი. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ სულ სხვა აქსესუარებით აღნიშნავდნენ შეუღლებას.

მაგალითად, 1800-იან წლებში ამერიკელი კაცები სათითეს ჩუქნიდნენ ქალებს. ქორწილის შემდეგ სათითე უნდა გაეჭრათ რომ ბეჭედი შეექმნათ. ნიშნობის ბეჭდების ტრადიციას მეცამეტე საუკუნის რომშიც აღმოვაჩენთ. ქრისტიანებმა ეს ტრადიცია მას შემდეგ ისესხეს, როცა პაპმა ინოკენტ მესამემ ნიშნობასა და ქორწინებას შორის ლოდინის პერიოდი დაამკვიდრა. ამ დროს ნიშნობის ბეჭდები რკინის რგოლები იყო, შემდეგ კი ოქროსი. მარცხენა ხელზე ბეჭდის ტარება მოდის ბერძნული და რომაული რწმენიდან, რომ სპეციალური ვენა ”სიყვარულის ვენა” მარცხენა ხელის არათითიდან პირდაპირ გულისკენ მიემართება.

გვიანი დამატება იყო ბრილიანტი. ავსტრიელი ერთჰერცოგი მაქსიმილიანი პირველი მამაკაცი იყო, რომელმაც ცოლს 1477 წელს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. თუმცა ბრჭყვიალა ქვები პოპულარული 1930 წლამდე არ გამხდარა. 1940 წელს კოპირაიტერმა ენ დაბლიუ აიერმა შექმნა სლოგანი - ”ბრილიანტები სამუდამოა”. ამ სარეკლამო კამპანიამ ბრილიანტის ბეჭდები ოჯახურ საგვარეულო ნივთად აქცია. 

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს