მათხოვრის საქციელმა მთელი ვაგონი შოკში ჩააგდო - დაუჯერებელი ამბავი

მათხოვრის საქციელმა მთელი ვაგონი შოკში ჩააგდო - დაუჯერებელი ამბავი

სოციალური ქსელი უამრავი ადამიანის ისტორიას ინახავს. ყველაზე სულისშემძვრელი და შთამაგონებელი პოსტები კი საოცარი სისწრაფით ვრცელდება და ასიათასობით ადამიანამდე აღწევს. ამ უბრალო მათხოვრის ამბავიც მსგავსი შემთხვევაა.

მატარებელი სადგურზე იყო გაჩერებული, დაძვრას ველოდით. მაწანწალა შემოვიდა. დალურჯებული ჰქონდა სახე, საშინელი შესახედი იყო...

მიმოიხედა და დაიწყო:

- ბატონებო და ქალბატონებო, სამი დღეა არ მიჭამია. გეფიცებით! მეშინია მოპარვის, იმიტომ, რომ გაქცევის ძალა არ მაქვს. არადა, ძალიან მშია. ვისაც რამდენით შეგიძლიათ, დამეხმარეთ. სახეზე არ შემხედოთ, ვსვამ. და რასაც მომცემთ, იმასაც ალბათ, სასმელში გავუშვებ! - და გაიარა ვაგონში.

ხალხმა მაინც გაიკრა ჯიბეზე ხელი. ცოტა ფული მოაგროვა, ვაგონის ბოლოს გაჩერდა, ხალხისკენ შემობრუნდა და მუხლი მოიდრიკა.

- გმადლობთ, ხალხო. ღმერთმა მეტი მოგცეთ!

და უცებ, ბოლო ფანჯარასთან მჯდარი კაცი წამოიწია და მაწანწალას უყვირა:

- შე ბინძურო, მუქთახორა, რას თხოულობ ფულს? იქნებ მე ოჯახის სარჩენი ფული არ მაქვს. იქნებ, უკვე მესამე დღეა გამაგდეს სამსახურიდან, მაგრამ არ ვთხოულობ არაფერს, როგორც შენ, ნაგავო!

განაგრძეთ კითხვა

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე

ქართველმა ფეხბურთელებმა "ერთა ლიგა" გამარჯვებით დაიწყეს - ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა