ორი თვის წინ ნიგერიის ქუჩებში მოწანწალე "კუდიანი" ბიჭუნა, დღეს ასე გამოიყურება...

ორი თვის წინ ნიგერიის ქუჩებში მოწანწალე "კუდიანი" ბიჭუნა, დღეს ასე გამოიყურება...

ორი თვის წინ ამ ბიჭუნას ნიგერიის ქუჩებში მატლები ჭამდნენ. ოჯახმა სასიკვდილოდ გაიმეტა 2 წლის შვილი, რადგან თვლიდნენ, რომ ბავშვი "კუდიანი" იყო. ბიჭუნა რვა თვის მანძილზე გამვლელების გადაგდებული ნარჩენებით იკვებებოდა, მის სხეულს კი მატლები ესეოდა. შემდეგ ის სოცმუშაკმა იპოვნა, თავშესაფარში წაიყვანა და ჰოუპი დაარქვა (ქართულად იმედი). დანიელი ფილანტროპის ანია რინგრინ ლოვენის ფოტოს, სადაც ის ჰოუპს წყალს ასმევს, მთელს მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ლოვენმა ბავშვის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ბავშვს ჰიპოსპადიის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, რადგან მას ჩამოუყალიბებელი შარდსადენი არხი აქვს. ოპერაცია შემდეგ კვირას არის დაგეგმილი. ”ეს ოპერაცია ექიმებს მრავალჯერ გაუკეთებიათ, ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება”, - წერს ლოვენი.

ჰოუპი ფოტოებზე ჯანმრთელად გამოიყურება, მას ახლა 35 ახალი და-ძმა ჰყავს და ყველა უვლის, ეთამაშება, ასწავლის და სიყვარულს ჩუქნის.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

წაიკითხეთ: მოხალისე შიმშილისგან დაუძლურებულ ბიჭუნას წყალს ასმევს - 2 წლის ჰოუპის ისტორიამ მსოფლიო შეძრა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს