შრიფტი
16:26 / 01-04-2016
გოგა აშკენაზი: ყაზახი მილიონერი და მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტი ქალი
სამშობლოში მას განიკითხავენ და ბრალს სდებენ ყაზახი ხალხისგან მოპარული ფულის გაფლანგვაში. სხვები, პირიქით, აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ეთაყვანებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, გოგა აშკენაზი დიდ ინტერესს იწვევს...

გოგა აშკენაზი - მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და წარმატებული ქალი, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძის, თემურ კულიბაევის საყვარელი, რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს. ლონდონში საცხოვრებლად გადასვლისთანავე, იგი ბრიტანულ მაღალ საზოგადოებაში გაერია.

36 წლის გოგას ერთ დროს გაუჰარ ბერგალიევა ერქვა, სხვა ყაზახი გოგოებისგან არაფრით გამოირჩეოდა. შემდეგ მისი გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის წყალობით საგრძნობლად შეიცვალა
და პლანეტის ყველაზე გავლენიანი მამაკაცების ყურადღების ცენტრში მოექცა.



გოგა მხოლოდ მდიდარ და ცნობილ მამაკაცებს ირჩევს, მათ შორის იორკის ჰერცოგი პრინცი ენდრიუ, თემურ კულიბაევი, "ფორმულა 1"-ის მენეჯერი ფლავიო ბრიატორე, კონცერნის Fiat მემკვიდრე, ცნობილი იტალიელი ფლეიბოი ლაპო ელკანი და ცნობილი ოჯახის მემკვიდრე და ბიზნესმენი ნათ როტშილდი. მათ, ვისაც თუნდაც 1 საათი გაუტარებიათ გოგასთან, აცხადებენ, რომ ქალის მომხიბვლელობა მის არანორმალურ ენერგეტიკაშია, რომელსაც მაჰიპნოტიზირებელი ეფექტი აქვს.

2012 წელს აშკენაზის ახალი გატაცება გაუჩნდა, მან ცნობილი პარიზული ბრენდი Vionnet შეიძინა და მალევე მოდური სახლის გაყიდვები 50%-ით გაზარდა. ელიტური ქრონიკების დედოფლის პირადი ცხოვრება ხშირად ხდება მითქმა-მოთქმის საგანი. ამერიკელი მილიონერის, სტეფან აშკენაზის ცოლის სტატუსი მან იოლად შეცვალა თემურ კულიბაევის შვილების დედის როლზე. ჭორების თანახმად, პირველ შვილზე მშობიარობის დღეს, იგი პრინც ენდრიუსთან პაემანზე გაეშურა.



იმის მიუხედავად, რომ კულიბაევი ნაზარბაევის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული, მან ოფიციალურად აღიარა უკანონო შვილი და გოგა აშკენაზის უძვირფასესი სახლი აჩუქა ლონდონის ყველაზე მდიდრულ უბანში. მას შემდეგაც კი, როდესაც მათი რომანი დასრულდა, კულიბაევმა განაგრძო გოგას დახმარება ბიზნეს-ასპარეზზე - აშკენაზი ყაზახური ნავთობისა და გაზის კომპანიის Manaigas Enginereeng Group გენერალური დირექტორია.

უკვე მერამდენე წელია, გოგა აშკენაზი კარიერული წარმატების მწვერვალზე იმყოფება. იგი მსოფლიო კინოსა და ხელოვნების ვარსკვლავების წრეში ტრიალებს, მეგობრობს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან და ჟურნალი ფორბსის სიის მოწინავე რიგებში მყოფ ადამიანებთან. მის მიერ მოწყობილ წვეულებებს ცნობილი ტოპ-მოდელები და მოდური სახლების მფლობელები, ფოტოგრაფები და მხატვრები სტუმრობენ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ვიდეო
იხილეთ სრულად დუდანას ბლოგი
09:33 / 19-10-2017
ენერგეტიკა არა ტოლმა
0
820 ვოლტიანია?
გამოეხმაურე / 0 /
17:54 / 13-09-2017
MARI
0
ისმომეწონა,რომ იმშობიარა და პაემანზე წავიდა...
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
რატომ გახდა რეჟისორისთვის პრაქტიკულად იგივე თემა რაც "ცამეტში," ახალ ფილმში კვლავ აქტუალური
„ფორბსის“ ინფორმაციით, შერმანის ქონება $3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს
ორჯონიკიძეზე მოსკოვში ორჯერ მოხდა თავდასხმა, 2000 წელს ის მძიმედ დაიჭრა, მისი მძღოლი კი დაიღუპა
33 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს
გზამკვლევი მსოფლიო დონის ექსპერტისგან
დადგა დრო ძველი საფულე ახლით ჩაანაცვლოთ
სომეხი მილიარდერის 23 წლის ვაჟმა 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
ჯონთან ერთად, ამავე რეიტინგში მესამე პოზიციაზე დასახელდა მისი ძმა
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
,,ვინილებიდან აიპოდამდე''-ს მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი"...
12:18 / 22-01-2018  Image "რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი
"ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია"
10:21 / 22-01-2018  Image როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა
ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, დონორი მისი ძმაა
16:32 / 22-01-2018  Image დიდებიდან თავშესაფრამდე - ცნობილი ქართველები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მოხუცთა პანსიონატში მოხვდნენ
შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა, ალკოჰოლსაც მიეძალა...
10:31 / 22-01-2018  Image 10 საინტერესო ფაქტი Amazon.com-ის შესახებ და ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ინტერნეტმაღაზია Amazon.com ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ საწყისად ითვლება. 
10:13 / 22-01-2018  Image დონალდ ტრამპისა და ივანკას "უცნაური" კოცნა - პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებენ
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი ქალიშვილთან ურთიერთობის გამო გააკრიტიკეს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49