ანუკი არეშიძის ელეგანტური საქორწინო კაბები

ანუკი არეშიძის ელეგანტური საქორწინო კაბები

ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მეორე ნახევარი ანუკი არეშიძე დიზაინერია. ანუკი ადრე მოდელობით იყო დაკავებული, ამჟამად კი საკუთარი სამოდელო სახლი ANOUKI აქვს. ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს უშვებს. სამოდელო სფეროში ANOUKI-მ მოღვაწეობა 2013 წლიდან დაიწყო. პირველი მაღაზია თბილისში, 2013 წლის დეკემბერში გაიხსნა. ბრენდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ANOUKI-ს ტანსაცმლის ფასი 220 ევროდან იწყება და 650 ევრომდე მერყეობს, ფეხსაცმელი 170 ევროდან 320 ევრომდე ღირს, ხოლო აქსესუარების შეძენა 120-150 ევროს ფარგლებშია შესაძლებელი.

ანუკის დიზაინერული ნამუშევრებით მოდის კრიტიკოსები, წამყვანი გამოცემები, ბლოგერები და მსოფლიოს მოდის დიზაინერები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან. ანუკი არეშიძის ბრენდის ANOUKI-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ ახალი ფოტოები გამოჩნდა. კადრმა, რომელშიც ჩანს, როგორ სტუმრობენ ქართველ დიზაინერს ანა ვინტური, Franca Sozzani და Federico Marchetti, უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ამ შეხვედრის შესახებ მინისტრის დიზაინერმა მეუღლემ AMBEBI.GEსთან ისაუბრა: "ივენთის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი იყო ანა ვინტური, ამერიკული Vogue-ს რედაქტორი. ანამ დიდი მოწონება გამოხატა ANOUKI-ის ახალი კოლექციის მიმართ, განსაკუთრებით კი ფეხსაცმელები და ხელით ნაქარგი ქურთუკები მოეწონა, ასევე დაინტერესდა ჩვენი ბრენდის სამოსის ფასებით და გვითხრა, რომ დღეს მნიშვნელოვანია ხარისხის და ფასის სწორი ბალანსი, რაც ჩვენი ბრენდის შემთხვევაში დაცულია. ანას განსაკუთრებით მოეწონა ხელით შეღებილი ფეხსაცმელი, რომელსაც თავად ვხატავ და კომპლიმენტიც მითხრა "Anouki, you should be an artist!" ანა ვინტურის გარდა, საღამოს დაესწრო იტალიური Vogue-ს რედაქტორი Franca Sozzani, YOOX.COM აღმასრულებელი რედაქტორი Federico Marchetti, რომლებმაც ასევე საჭირო და საინტერესო რჩევები მოგვცეს ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით" - აღნიშნა ანუკი არეშიძემ.

ანუკი ელეგანტურ საქორწინო კაბებსაც ქმნის ქართველი და არამხოლოდ ქართველი პატარძლებისთვის. როგორც ANOUKI-ის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ, ყველა კაბა მთლიანად ხელნაკეთია დაათვალიერეთ ანუკის საქორწინო კაბები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს