20 წლის მერლინ მონროს უცნობი ფოტოსესია

20 წლის მერლინ მონროს უცნობი ფოტოსესია

მერლინ მონროს ნამდვილი სახელი ნორმა ჯინ ბეიკერ მორტინსონი იყო. იგი 1926 წლის 1 ივნისს დაიბადა ლოს-ანჯელესში და ძალიან ახალგაზრდა, გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა. გაურკვეველში იმიტომ, რომ მისი სიკვდილის ათას ვერსიას ასახელებდნენ.

დასკვნა კი ასეთი იყო - წამლის ზედოზირება. ოცი წელი იმუშავა საიდუმლო მასალებზე რობერტ სლეტცერმა, რომელიც მერლინთან მეგობრობდა.

ბევრი მას მერლინის მეოთხე ქმრადაც მოიაზრებდა, თუმცა ეს მხოლოდ ვერსია იყო. რობერტი მონროს ერთგული მეგობარი გახლდათ.

იგი ეჭვობდა, რომ მერლინის სიკვდილში სხვისი ხელი ერია... რობერტი დეტექტივთან ერთად საგულდაგულოდ იკვლევდა ვარსკვლავის გასაიდუმლოებულ სიკვდილს. სწორედ მისი წყალობით ეჭვქვეშ დადგა მონროს გარდაცვალების ოფიციალური ვერსია.

"პირველ რიგში ვცდილობ, დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ პიროვნება ვარ, შემდეგ ალბათ, შევეცდები დავარწმუნო თავი, რომ მსახიობი ვარ",- ამბობდა მერლინ მონრო.

1946 წელს, 20 წლის მერლინი, მალიბუს სანაპიროზე, ანდრე დე დიენესის ობიექტივში მოხვდა.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს