ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება - რა დაჯდება პროექტი

ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება - რა დაჯდება პროექტი

თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკში ვოლიერების მშენებლობა იწყება. როგორც დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შემოღობილია.

"GIZ-ის გრანტით იწყება დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობა, რასაც მოჰყვება ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა.

ზოოპარკის კონცეფცია "არუპ ჰასელის" მიერაა მომზადებული. რაც შეეხება სქემას, მასზე ჰოლანდიელმა არქიტექტორმა ერიკ ფონ ფლიტმა იმუშავა", - განაცხადეს მერიაში.

აღნიშნული სქემის მიხედვით, ახალი ზოოპარკის სამუშაოებისთვის დაახლოებით 40 000 000 აშშ დოლარია საჭირო.

სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე

bpn.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს