ქართველების საყვარელი ეგვიპტური კურორტი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა

ქართველების საყვარელი ეგვიპტური კურორტი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა

ქართველი ტურისტებისთვის საყვარელი ეგვიპტური საკურორტო ქალაქი, რომელიც წლებია ქართული ტურისტული კომპანიების რეიტინგში ადგილს არავის უთმობს, მოჩვენებების ქალაქს ემსგავსება. შარმ ელ შეიხი არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა დსთ-ს ქვეყნებშიც. რუსი დამსვენებლები ყოველწლიურად სტუმრობდნენ კურორტს და კვირეების მანძილზე ოჯახებით ისვენებდნენ მზიან სანაპიროზე. თუმცა, ტერაქტების შიშით, საკურორტო ზონა თანდათან ცარიელდება.

2015 წლის ოქტომბერში ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო ავიალაინერი Airbus-321 ჩამოვარდა. ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიალაინერის კატასტროფას ოფიციალურად ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ახლა კი შარმ ელ შეიხში მრავალი დაწესებულება დახურულია, პლაჟები და მაღაზიები - ცარიელი, ტურისტები კი ტერაქტების შემდეგ სანთლით საძებნელი გახდნენ ქალაქში. ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ დაცარიელებული ტურისტული სამოთხის ფოტოებს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

dailymail.co.uk-ის ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს