რა უნდა ნახოს აფხაზეთში ჩასულმა ტურისტმა

რა უნდა ნახოს აფხაზეთში ჩასულმა ტურისტმა

აფხაზეთი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია საქართველოში. ვიდრე აფხაზეთი ე.წ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ამ რეგიონის არაერთი ქალაქი და კურორტი განსაკუთრებით პოპულარული იყო როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებთათვის, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. იმის გამო, რომ ამჟამად საქართველოს მთავრობა ამ რეგიონზე იურისდიქციას ვერ ახორციელებს, უცნობია აფხაზეთში ჩამსვლელი ტურისტების ზუსტი რაოდენობა.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ მთავრობაში აცხადებენ, გასული წლის ზაფხულში აფხაზეთში ჩამსვლელ ტურისტთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ამ რეგიონს 2015 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, დაახლოებით სამი მილიონი ტურისტი ეწვია.

იხილეთ გალერეა

რა უნდა ნახოს აფხაზეთში ჩასულმა ტურისტმა? ამ რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, შესანიშნავი ადგილმდებარეობა და რესურსი გააჩნია. მისი მთავარი ქალაქია "ცხუმი" (ძველი ქართული წყაროების მიხედვით), იგივე სოხუმი, რაც სავარაუდოდ, რცხილას ნიშნავს. იგი შეიძლება ითქვას მთავარი ღირსშესანიშნაობაა აფხაზეთში, თუმცა, არსებობს კიდევ არაერთი ულამაზესი ადგილი, რაც ამ რეგიონში ჩასულმა ტურისტმა უნდა ნახოს. გთავაზობთ ამ ადგილების ჩამონათვალს:

1. ბიჭვინთა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. აქ გამორჩეულად სუფთა და ლამაზი ზღვაა. მას განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობდა. თუმცა, რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

2. რიწის ტბა. ეს ტბა ბიჭვინთის ჩრდილოეთით მდებარებს, იგი ამიერკავკასიაში ყველაზე ღრმა ტბაა და მისი სიღრმე 101 მეტრს შეადგენს. ტბის გარშემო მდიდარი ბუნებაა. აქ ბევრი სახეობის წიწვოვანი ნაძვთან ერთად გვხვდება კოლხური ბზაც.

3. სოხუმის ბოტანიკური ბაღი. იგი უძველესი ბაღია კავკასიაში. გაშენდა 1840 წელს. ბაღში 4 500-ზე მეტი მცენარის სახეობას მოუყარეს თავი. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს