როგორი იქნება პუტინის ახალი ლიმუზინი

როგორი იქნება პუტინის ახალი ლიმუზინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს. "რია ნოვოსტის" ცნობით, ინჟინრებმა ავტომობილზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყეს, ამჟამად კი მანქანის ტესტირება დაიწყება.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, პუტინის ახალი ლიმუზინის შექმნაში "პორშეც" მონაწილეობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა როლი შეასრულა გერმანულმა ავტომწარმოებელმა, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ვარაუდობენ, რომ "პორშემ" კრემლის ახალი ლიმუზინისთვის 12-ცილინდრიანი ძრავა შექმნა, რომლის მოცულობა 6,6 ლიტრია, სიმძლავრე კი - 800 ცხენის ძალა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პროექტი მთლიანად 3,7 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 48,5 მილიონი ევრო) ჯდება. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ავტომობილისგან განსხვავებით, პუტინის ახალი ავტომობილის სხვადასხვა ვერსიები ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. პრეზიდენტის ავტომობილის 4 ვარიანტი იარსებებს: სედანი, გრძელი ლიმუზინი, SUV და მინივენი. პირველ წელს 200 მოდელის შექმნა იგეგმება, 2020 წლამდე კი 4000 ეგზემპლარის წარმოებაა დაგეგმილი.განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს