სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს უფრო დიდი შანსი აქვთ გადარჩენის, თუ დაქორწინებული არიან

სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს უფრო დიდი შანსი აქვთ გადარჩენის, თუ დაქორწინებული არიან

პაციენტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადება აქვთ, უფრო მეტი შანსი აქვთ გადარჩენის, თუ დაქორწინებულნი არიან. ასე თვლიან კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერები.

კვლევაში გამოიყენეს კალიფორნიის შტატში ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანების რეესტრის მონაცემები, გააანალიზეს 800 000 ადამიანის ინფორმაცია, რომლებსაც სიმსივნე აღენიშნებოდათ და რომელთაც ლეტალური დასასრული უნდა ჰქონოდათ.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ქორწინება დადებითად მოქმედებს როგორც ქალებზე, ისე კაცებზე, მაგრამ ცოლ-ქმრობის ეფექტურობა სიმსივნესთან ბრძოლაში დამოკიდებულია სქესზე, რასაზე და ეთნიკურ კუთვნილებაზე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ეფექტური შედეგი პაციენტებში ლათინოამერიკული წარმომავლობის დაქორწინებულ წყვილებს ჰქონდათ.

მარტოხელა ადამიანებს სიმსივნით გარდაცვალების რისკი 24 პროცენტით მაღალი აქვთ, ვიდრე დაქორწინებულებს. 

ახლა მეცნიერებმა უნდა დაადგინონ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ცოლ-ქმრობის უპირატესობა. შესაძლოა, საქმე სოციალურ მხარდაჭერაში იყოს, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს