როგორ იშოვა დონალდ ტრამპმა მილიარდები?

როგორ იშოვა დონალდ ტრამპმა მილიარდები?

მილიარდერ დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს, უყვარს თავის სიმდიდრეზე საუბარი.

"ძალიან მდიდარი ვარ, ფულის კეთება ყოველთვის შემეძლო", - აცხადებს ის მხარდამჭერებთან შეხვედრებზე.

ტრამპის თქმით, მისი ქონება ათ მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, თუმცა, სინამდვილეში არავინ იცის, რამდენს ფლობს ექსტრავაგანტული პოლიტიკოსი.

ჟურნალ "ფორბსის" შეფასებით, ტრამპის ქონება 4,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, "ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად კი, ეს თანხა 2,9 მილიარდი აშშ დოლარია.

მამის მემკვიდრეობა

გასული წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპმა უამბო ამომრჩეველს, რომ ბიზნესის კეთება მამამ დააწყებინა, რომელმაც მას ერთი მილიონი აშშ დოლარი დაუტოვა. საინტერესოა, რომ როდესაც ტრამპის მამამ, ფრედ ტრამპმა ნიუ- იორკის რაიონებში უძრავი ქონებით ვაჭრობა დაიწყო, მისი ქონება ასევე ერთ მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

გვენდა ბლერი, რომელიც წიგნ "ტრამპების" ავტორია, ამბობს რომ ფრედ ტრამპი ყოველთვის ცდილობდა ფულის დაზოგვას და მისი შვილი ამას მამისგან სწავლობდა.

"დონალდ ტრამპი მამამისის რესურსებს იყენებდა. მას სჭირდებოდა მამის ხელმოწერა საკრედიტო შეთანხმებებზე, იყენებდა მამის კავშირებს საბანკო სფეროსა და პოლიტიკის სამყაროში", - ამბობს ის.

უძრავი ქონება

დონალდ ტრამპის პირველი მსხვილი პროექტი სასტუმრო Commodore იყო, რომელიც მან 1976 წელს შეიძინა. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს