შრიფტი
17:44 / 13-01-2018
რა იწვევს რადიკულიტს და როგორ ვუმკურნალოთ მას
რადიკულიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ხერხემლის დაავადება ოსტეოქონდროზია, რომლის დროსაც მალათაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებს, კარგავს მოქნილობას და გამძლეობას. დისკებით მალების შეერთების ადგილებში ლაგდება მარილი, ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები, რომლებიც ფიზიკური დატვირთვისას დისკთან ერთად გადაინაცვლებს ხერხემლის არხში არსებულ მალათაშორის სივრცეში, აწვება იქ გამავალ ზურგის ტვინის ფესვებს და იწვევს ტკივილს. ოსტეოქონდროზის დროს ასეთი წანაცვლება ხდება სხეულის, თავის მკვეთრი მოძრაობისას. რადიკულიტის მიზეზად შეიძლება იქცეს ტრავმა, გადაციება (ცივ წყალში დიდხანს ყოფნა, ნოტიო ნიადაგზე ჯდომა), ნახტომი ან დაცემა,
მძიმე ფიზიკური შრომა და ყველა სხვა ფაქტორი, რომელიც კი ხერხემალზე ზეწოლას უკავშირდება.

ოსტეოქონდროზს განაპირობებს დაბერება, ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაქვეითება, რაც ძვლოვანი ნივთიერების შემცირებასთან ან არასაკმარის ჩაკირვასთან არის დაკავშირებული), ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ხდება.

რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზდება ხერხემლის მიდამოში, ზოგჯერ გადაეცემა ხელს, თავს, გულის, ღვიძლის არეს, მუცელს. იწყება უეცრად, ზემოჩამოთვლილი მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ, გრძელდება დიდხანს და ცუდად ექვემდებარება მკურნალობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია კუდუსუნ-წელის რადიკულიტი. ხერხემლის ამ ნაწილზე ფუნქციონალური დატვირთვა ყველაზე დიდია, ამიტომ ამ უბნის მალათაშუა დისკები მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის.

კუდუსუნ-წელის რადიკულიტის მიმდინარეობაში განასხვავებენ ლუმბარგულ და ფესვოვან სტადიას. პირველ სტადიაში ვითარდება ყრუ, მწიწკნავი, უფრო ხშირად მწვავე ტკივილი. ის ზოგჯერ ერთბაშად აღმოცენდება კუნთებში ფიზიკური დატვირთვის, გაციების შემდეგ, ზოგჯერ კი თანდათან ძლიერდება. უფრო მკვეთრად შეიგრძნობა ხველებისას, ცემინებისას. წელის არეში მოძრაობა იზღუდება. მეორე ფაზაში გადასული პროცესი კიდევ უფრო მწვავე ტკივილით გამოირჩევა, რომელიც ვრცელდება დუნდულა კუნთისკენ, თეძოსა და წვივისკენ. აღინიშნება ფესვების დაჭიმვის სიმპტომი: თავის დახრისას, ხველებისას, ცემინებისას წელის არეში ტკივილი იჩენს თავს.

მოძრაობისას ტკივილი ძლიერდება, ამიტომ ავადმყოფი ერიდება მკვეთრ მოძრაობას, სიარულისას ტანს ხრის წინ ან გვერდზე, სხეულის სიმძიმე გადააქვს ჯანმრთელ მხარეს, რის გამოც ზოგჯერ ვითარდება ხერხემლის გამრუდება, იძაბება ზურგის კუნთები. როდესაც კუდუსუნ-წელის რადიკულიტის დროს ჭარბობს კუდუსუნის მიდამოს ფესვების დაზიანება, მდგომარეობას იშიაზს (საჯდომი ნერვის ანთებას) უწოდებენ. შიაზი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი ვრცელდება საჯდომი ნერვის მიმართულებით - დუნდულა კუნთში, თეძოს უკანა-გვერდით ზედაპირზე, წვივსა და ტერფში. აღინიშნება სიცივის შეგრძნება ფეხებში, სიფითრე, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება. მტკივანი ფეხის კუნთები კარგავს ტონუსს და თანდათან ოდნავ ატროფირდება. საჯდომი ნერვის დაძაბულობა (ტანის დახრისას, გამართული ფეხის აწევისას და ა.შ.) ტკივილს მკვეთრად აძლიერებს.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკაზე ბევრს არ ვისაუბრებთ. გირჩევთ მხოლოდ, მიმართოთ ნევროპათოლოგს. ამჟამად კვლევის მრავალი მეთოდი არსებობს. თითოეულ მათგანს ყოველ კერძო შემთხვევაში თავისი დანიშნულება აქვს, ზოგადად კი ყველაზე ინფორმაციული მაინც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა. ის უსაფრთხოა, შეიძლება, მრავალჯერ იქნეს გამოყენებული და წარმოადგენს ოქროს სტანდარტს რბილი ქსოვილების, ნერვული სტრუქტურების, მყესების, კუნთების პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებისთვის. ამ მეთოდით ვლინდება მალათაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებები, ხერხემლის არხის სტენოზი, დისკის თიაქარი და სხვა. ელექტროსპონდილოგრაფიაც კომპიუტერული კვლევის თანამედროვე მეთოდია. ის იძლევა მკურნალობის დინამიკაზე დაკვირვების და შეფასების და, რაც მთავარია, დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირების საშუალებას.

მკურნალობა

რადიკულიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და პროცესის სტადიაზე.
მწვავე პერიოდში კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს მკაცრ წოლით რეჟიმს 6-7 დღის განმავლობაში მაგარ საწოლზე. ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ნოვოკაინის ბლოკადა, გამაღიზიანებელი მოქმედების პრეპარატები (ისეთი, როგორიც არის ფუტკრის ან გველის შხამი), B ვიტამინების კომპლექსი, ბიოგენური სტიმულატორები (ალოე, მინისებრი სხეული და სხვა). ხერხემლის დისტროფიული ცვლილებებით გამოწვეული რადიკულიტის დროს ნაჩვენებია სხვადასხვა სახის დაჭიმვა, ფიზიოთერაპიული პროცედურები (ულტრაიისფერი დასხივება, დიადინამიური დენები, ულტრაბგერა სამკურნალო საშუალებებით, ელექტროფორეზი, რადონის აბაზანები, ტალახი და სხვა), სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ნემსებით ჩხვლეტა, სანიტარულ-კურორტული მკურნალობა. როცა რადიკულიტი განპირობებულია მალათაშუა დისკის გამოვარდნით, კონსერვატული მკურნალობა უეფექტოა ან იზრდება ზეწოლის სიმპტომები, საჭიროა ქიურგიული მკურნალობა.

რადიკულიტის მკურნალობა გულისხმობს არა მხოლოდ კლინიკური გამოვლინების მოხსნას, არამედ დაავადების მიზეზთა ლიკვიდაციას. ტკივილთან გამკლავებასა და მოძრაობის უნარის დაბრუნებაში გვეხმარება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის ნიმესულიდი, მოვალისი და სხვა, მაგრამ მათი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ყველა მათგანი მოქმედებს კუჭზე. რადიკულიტის დროს ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები უშედეგოა, რადგან ისინი სახსარში და ნერვის დაბოლოებამდე ვერ აღწევენ. ფიზიოთერაპიული პროცედურების, აბაზანების, გახურების, მასაჟის გამოყენება საჭიროა ფრთხილად და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. გააჩნია რადიკულიტის მიზეზს. თუ ტკივილი კუნთების სპაზმით არის გამოწვეული, თბილი აბაზანა მდგომარეობას შეამსუბუქებს, ხოლო ანთებისას, პირიქით, დაამძიმებს. მასაჟს ზოგჯერ ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით - თუ ის არაპროფესიონალმა გააკეთა.

რადიკულიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ხერხემლის ტრავმების თავიდან აცილებას. ერიდეთ ასევე გადაცივებას და ორპირ ქარს. სამკურნალო ფიზკულტურა, სპორტით ზომიერი დატვირთვა ზურგს ამაგრებს და რადიკულიტის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. ხალხურ მედიცინას რადიკულიტის სამკურნალო მრავალი რეცეპტი მოეპოვება. გაგაცნობთ შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტებს:

ქრონიკული რადიკულიტის დროს რეკომენდებულია ჭვავის საფუვრიანი ცომის კომპრესი. თავდაპირველად წელი სკიპიდარით უნდა გაიწმინდოთ, ვიდრე კანი არ გაწითლდება, შემდეგ მტკივან ადგილზე დაიდოთ დოლბანდში გახვეული ცომი, დაიფაროთ გასანთლული ქაღალდი, ზემოდან კი - თბილი ქსოვილი და 40 წუთს გაიჩეროთ. კომპრესი კეთდება დღეგამოშვებით. წვის შეგრძნების შესამცირებლად დალიეთ ფინჯანი თბილი რძე, რომელშიც გახსნილია 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. თუ კანი დაგეწვათ, მკურნალობა დროებით შეწყვიტეთ. მოსარჩენად საკმარისია 3-5 კომპრესი.
განაგრძეთ კითხვა
19:07 / 13-01-2018
ნათია
0
რადიკულიტის დროს გაიკეთეტ, ოღონდ არ დაიწვათ. აიღეთ ქატო, დაასველეთ სკიბიდარით, მხოლოდ დაასველეთ. შეახვიეთ ერთ პირ მარლაში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, გააჩერეთ დაახლოებით 45 წუთი, რომ არ დაიწვათ, საკმარისია ორჯერ, ან სამჯერ გაკეტება, აუცილებლად გიშველით.
გამოეხმაურე / 0 /
19:07 / 13-01-2018
ნათია
0
რადიკულიტის დროს გაიკეთეტ, ოღონდ არ დაიწვათ. აიღეთ ქატო, დაასველეთ სკიბიდარით, მხოლოდ დაასველეთ. შეახვიეთ ერთ პირ მარლაში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, გააჩერეთ დაახლოებით 45 წუთი, რომ არ დაიწვათ, საკმარისია ორჯერ, ან სამჯერ გაკეტება, აუცილებლად გიშველით.
გამოეხმაურე / 0 /
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49