მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე

მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე

სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ცოლადაც ერთ სოფლელ ბიჭს გავყევი. ადრე გავთხოვდი, 15 წლის. შვილი არ შემეძინა...

რის გამოც 20 წლის გოგო ოჯახმა დამითხოვა - უშვილო ხარ და "ბერწი" რძალი არ გვჭირდებაო. არადა, ექიმთანაც კი არ მიმიყვანეს, იქნებ მე კი არა, სულაც მათი შვილი იყო "ბერწი" და უშვილო? მოკლედ, დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და შევუდექი ყანაში მუშაობას. მატერიალურად საკმაოდ გვიჭირდა, რის გამოც საკუთარ თავს ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ჩვენს მეზობლად ქალაქიდან ერთი გოგო ჩამოდიოდა ხოლმე დასასვენებლად და ის მეუბნებოდა, - პირის დაბანა 2 ხელით რომ გესწავლა და ნორმალური ტანისამოსი ჩაგეცვა, ქალი ვერ გაჯობებდა, ისეთი ტან-ფეხი და სახე გაქვსო. ფეხის ქუსლები დახეთქილი მქონდა ყანაში ფეხშიშველი სიარულით; ხელებზეც სულ "მაზოლები" მქონდა, ფრჩხილები - მოუვლელი. არა, ის კი არ იფიქროთ, რომ ბინძური და დაუბანელი ვიყავი. უბრალოდ, საქმისგან ისე ვიყავი გადაღლილი, მხოლოდ დაბანას ვახერხებდი, თავის მოვლას კი - ვერა.

ჩემი ძმა და რძალი თბილისში ცხოვრობდნენ (გაუმართლა ჩემს ძმას და ბინით უზრუნველყოფილი გოგო მოიყვანა ცოლად). მატერიალურად ცოტა გაუჭირდათ და საზღვარგარეთ გადაწყვიტეს წასვლა. მე მთხოვეს, მათ სახლში გადავსულიყავი საცხოვრებლად და ყურადღება მიმექცია. შემპირდნენ, რომ ფულს უცხოეთიდან გამომიგზავნიდნენ და არაფერს გამიჭირვებდნენ. დავთანხმდი და რა დასამალია, სიხარულით გადავედი თბილისში საცხოვრებლად. ნელ-ნელა ფორმაში ჩავდექი. მართალია, ბევრ ფულს ვერ მიგზავნიდნენ, მაგრამ 200 დოლარი სრულიად საკმარისი იყო მარტოხელა გოგოსთვის. ერთ დილით საწოლიდან ფეხები ჩამოვდგი და იატაკზე დაგდებული 100-დოლარიანი დავინახე. ჩემი ნამდვილად არ იყო, მაგრამ იატაკზე როგორ მოხვდა, ვერ გავიგე. მეორე დღეს და მომდევნო 1 კვირის მანძილზეც იგივე მეორდებოდა. პირველ სართულზე ვცხოვრობდი და მივხვდი, ვიღაც ფანჯრიდან მიგდებდა ფულს, მაგრამ ვინ იყო, იმის დადგენა გამიჭირდა. 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე. ეს საოცრად დიდი თანხა იყო ჩემთვის... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს