სურ­ვი­ლიც არ გას­ჩე­ნია, შვი­ლი ენა­ხა- უკა­ნო­ნოდ გა­ჩე­ნი­ლი "სი­ნათ­ლის სხი­ვი"

სურ­ვი­ლიც არ გას­ჩე­ნია, შვი­ლი ენა­ხა- უკა­ნო­ნოდ გა­ჩე­ნი­ლი "სი­ნათ­ლის სხი­ვი"

"ძა­ლი­ან მინ­და თქვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. არ ვი­ცი, ამ ამ­ბის მო­ყო­ლა ღირს თუ არა, მაგ­რამ მე გი­ამ­ბობთ ჩემს თავ­გა­და­სა­ვალს და მე­რე თქვენ გა­დაწყ­ვი­ტეთ, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ მიცხოვ­რია. 20 წე­ლი სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნით ვიცხოვ­რე, ახ­ლა კი ზუს­ტად ვი­ცი, სა­მარ­ცხ­ვი­ნო არა­ფე­რი გა­მიკ­ე­თე­ბია და არც არას­დ­როს დავ­ბოღ­მილ­ვარ. მინ­და, სა­ხალ­ხო აღი­ა­რე­ბით მი­ვაღ­წიო იმას, რომ გუ­ლი­დან ამო­ვი­რეცხო ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დი. გთხოვთ, მომ­ცეთ ამის ნე­ბა", - წე­რი­ლის ავ­ტო­რი 46 წლის ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მე­ლიც მა­რი­ნედ გა­მეც­ნო. მას­თან ინ­ტერ­ვიუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ჩავ­წე­რე. ამ­ბობს, რომ საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა მი­სი უმ­წე­ო­ბით ისარ­გებ­ლა, მე­რე კი მი­ა­ტო­ვა.

- ერთ ადა­მი­ან­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. კლა­სე­ლე­ბი გახ­ლ­დით. ის გო­გო­ნებ­ში ყო­ველ­თ­ვის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მხო­ლოდ მე მი­მაჩ­ნ­და ძმად. ეს იყო ბავ­შ­ვო­ბა­ში, მაგ­რამ მე­რე, რო­ცა უკ­ვე ის ასა­კიც და­მიდ­გა, რო­ცა გაპ­რან­ჭ­ვა და­ვიწყე, მივ­ხ­ვ­დი, მის მი­მართ სულ სხვა­ნა­ი­რი გრძნო­ბა გა­მიჩ­ნ­და. თუმ­ცა, იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბო­და იდე­ა­ლუ­რი, რად­გან ის სა­ოც­რად სიმ­პა­თი­უ­რი იყო, მე კი ერ­თი უშ­ნო, მსუ­ქა­ნი გო­გო ვი­ყა­ვი და არაფ­რით მომ­იყ­ვან­და ცო­ლად. ამი­ტომ მერ­ჩივ­ნა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი გულ­ში ღრმად და­მე­მა­ლა, რომ გო­ჩა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, არ და­მე­კარ­გა. ძნე­ლია გრძნო­ბე­ბის მო­თოკ­ვა, რო­ცა რჩე­უ­ლი გა­მუდ­მე­ბით შენს სი­ახ­ლო­ვე­საა. ად­რე თუ მის გვერ­დით მჯდო­მი, ლა­ღად ვგრძნობ­დი თავს, მე­რე უკ­ვე ამა­საც გა­ვურ­ბო­დი უნებუ­რად, რად­გან რა­ღა­ცე­ბი მე­მარ­თე­ბო­და - ამას ვერც აღ­ვ­წერ, არ მაქვს ისე­თი ლა­მა­ზი, მო­ქარ­გუ­ლი ენა, რომ ამა­ზე გა­სა­გე­ბად ვი­ლა­პა­რა­კო და არც მწე­რა­ლი ვარ, თო­რემ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მი­ხედ­ვით კარგ რო­მანს დავ­წერ­დი.

პა­ტა­რა­ო­ბი­სას ბი­ჭი­ვით ვი­ყა­ვი. სულ მოკ­ლედ მქონ­და შეკ­რე­ჭი­ლი თმა, რად­გან დე­დას ეში­ნო­და, ტი­ლე­ბი არ დამ­სე­ო­და. არას­დ­როს მიყ­ვარ­და თო­ჯი­ნე­ბით გარ­თო­ბა, სულ ეზოს­კენ გა­მირ­ბო­და თვა­ლი და გუ­ლი სტა­დი­ო­ნის­კენ მი­მი­წევ­და. ამი­ტო­მაც იყო, რომ სო­ფელ­ში ალ­ქაჯს მე­ძახ­დ­ნენ. ბი­ჭებ­თან ერ­თად მშვე­ნივ­რად ვერ­თო­ბო­დი, მათ­თან ფეხ­ბურთს, ფრენ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი; ვა­ჟებს ტოლს არც ხე­ზე აძ­რო­მა­ში ვუ­დებ­დი. კა­ბით რომ მივ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, ესეც არ მიშ­ლი­და ხელს ახ­ტა­ჯა­ნო­ბა­ში. კარ­გად მახ­სოვს იმ ხი­ლის გე­მო, რო­მელ­საც პა­ტა­რე­ბი ვი­პა­რავ­დით. გა­ნა, სახ­ლ­ში არ გვქონ­და ხი­ლი? - მაგ­რამ მო­პა­რულს, სხვის ბოს­ტან-ვე­ნახ­ში დაკ­რე­ფილს სულ სხვა გე­მო ჰქონ­და. მე­რე გა­უ­რეცხავს ვჭამ­დით და ბედ­ნი­ე­რე­ბი იმით, რომ რა­ღაც სა­ერ­თო სა­ი­დუმ­ლო გვა­ერ­თი­ა­ნებ­და, უაზ­როდ ვხარ­ხა­რებ­დით. ეჰ, ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ფი­ლა ბავ­შ­ვო­ბა, არა­და, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის გა­ვი­დო­და წლე­ბი, რომ სკო­ლა­ში აღარ მევ­ლო. მე­გო­ნა, ზრდას­რუ­ლი მთე­ბის გა­დად­გ­მას შევ­ძ­ლებ­დი.

- რო­დის მიხ­ვ­დით, რომ გო­გო იყა­ვით და ბი­ჭებ­თან მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურ­თ­ში გა­ჯიბ­რე­ბა არ ღირ­და?

- 13-14 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა წო­ნა­ში მა­ტე­ბა და­ვიწყე, ძა­ლი­ან გავ­სუქ­დი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ რა­ღაც დარ­ღ­ვე­ვა მქონ­და და ექი­მე­ბის გა­მო­წე­რილ­მა წამ­ლებ­მა კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­მა­სუ­ქა. ამის შემ­დეგ ცხა­დია, ისე კარ­გად სირ­ბილს ვერც ვა­ხერ­ხებ­დი, რო­გორც საჭი­რო იყო და ფეხ­ბურ­თ­შიც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, თა­ვი გა­მო­მე­ჩი­ნა. სურ­ვი­ლი კი მქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ გახ­ლ­დათ. მე­რე მა­მამ დამ­ს­ვა და "და­მა­მუ­შა­ვა": ბავ­შ­ვო­ბა დამ­თავ­რ­და, ახ­ლა დროა, ისე მო­იქ­ცე, რო­გორც გო­გოს შე­ე­ფე­რე­ბაო. რა­ღა­ცე­ბი ამიხ­ს­ნა. მე­რე დე­დაც და­მე­ლა­პა­რა­კა. იმ სა­ღა­მოს სარ­კე­ში

"სხვა­ნა­ი­რად" ჩა­ვი­ხე­დე. უკეთ შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე სა­კუ­თა­რი თა­ვი და მივ­ხ­ვ­დი, მშობ­ლე­ბი მარ­თ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ბი­ჭუ­რი ქცე­ვე­ბი სა­შინ­ლად აღარ მიხ­დე­ბო­და... მას მე­რე ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ის ამეკ­რ­ძა­ლა, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ამან ჩემს გუ­ნე­ბა­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა და რა­ღაც­ნა­ი­რად "დავ­მ­ძიმ­დი". ყვე­ლამ ზურ­გი მაქ­ცია მა­შინ, მაგ­რამ გო­ჩა იყო გა­მუდ­მე­ბით ჩემ გვერ­დით, მი­სი იმე­დი ამ ჩემ­თ­ვის ცუდ პე­რი­ოდ­შიც არ და­მი­კარ­გავს. იცო­და, რაც მა­წუ­ხებ­და. ვუთხა­რი, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა მეს­წავ­ლა და დამ­პირ­და, რომ ამა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. მარ­თ­ლაც, ის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ტყუ­ი­ლად კი არ იყო! ჩემ გა­მო, თა­ვა­დაც აღარ თა­მა­შობ­და ხოლ­მე ფეხ­ბურთს; რო­ცა მის გვერ­დით ვი­ყა­ვი, სულ რა­ღა­ცებს იმი­ზე­ზებ­და და ბი­ჭებს გარ­თო­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბო­და. ცდი­ლობ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში ამომ­დ­გო­მო­და. ალ­ბათ, ამა­ნაც იმოქ­მე­და და მა­საც "სხვა თვა­ლით" შევ­ხე­დე.

- ვერ ხვდე­ბო­და, რომ მოგ­წონ­დათ?

- თა­ვი­დან - ვე­რა, მე­რე კი ცხა­დია, მიხ­ვ­და ყვე­ლა­ფერს... პირ­ვე­ლად იცით, რო­დის ვიგ­რ­ძე­ნი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი? რო­ცა არ­და­დე­გებ­ზე მთე­ლი 2 თვით, და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და და ვე­ღარ ვხე­დავ­დი - იმ დროს ლა­მის, ჭკუ­ი­დან გა­და­ვე­დი. მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი მძულ­და. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, სექ­ტემ­ბე­რი დამ­დ­გა­რი­ყო, რომ გო­ჩა სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს