როგორ უნდა ამოიცნოთ მოღალატე მამაკაცი

როგორ უნდა ამოიცნოთ მოღალატე მამაკაცი

არსებობს გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ მამაკაცს დაბადებიდანვე აქვს მისწრაფება, რაც შეიძლება ბევრი ქალი მოიპოვოს, რათა რეალიზაცია გაუკეთოს "გვარის გაგრძელების", "მონადირის" ან "დამპყრობლის" ინსტინქტს და თავი დაიმკვიდროს მამაკაცურ იერარქიაში. სწორედ ამ ინსტიქტებით ხსნიან და ამართლებენ მამაკაცის ღალატს.

კერძო დეტექტივი ქალების სააგენტოს (Female Private Investigators) ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებებით მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოღალატე მამაკაცი გარკეული ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ:

• ხასიათის ხშირი ცვლილება;

• ცვლილებები გარეგნობაში;

• მეტი ყურადღება ჰიგიენის მიმართ;

• დაუგეგმავი ხარჯები;

• სხვადასხვა მიზეზებით გაუჩინარება;

• მომატებული სიფრთხილე კომუნიკაციის დროს;

• უპასუხოდ დატოვებული ზარები და შეტყობინებები;

• უყურადღებოდ არ ტოვებს და სისტემატიურად ამოწმებს მობილურს;

• დიდ დროს ატარებს ინტერნეტში;

• ხშირ შემთხვევაში, თქვენდამი მომატებული ყურადღება - დანაშაულის დაფარვის მიზნით;

• უცნაური სახელებით შეყვანილი ნომრები მობილურში;

• ხშირი მივლინებები

რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი ნიშნები არ შეიძლება ჩაითვალოს ღალატის ერთმნიშვნელოვან სიგნალად. ბევრი რამ თავად მამაკაცის ტემპერამენტზე, მისი ცხოვრების წესზე, კარიერულ ცვლილებასა და წყვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევაში ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღმოაჩინეთ, ენდეთ თქვენს ქალურ, დროში გამოცდილ მეექვსე გრძნობას, რადგან გამორიცხული არაა, რომ თქვენი მამაკაცის ცხოვრებაში სხვა ქალი არსებობს.

ასევე წაიკითხეთ: ღალატის სტატისტიკა საქართველოში - როგორია კვლევის შედეგები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს