ქართველმა კარატისტმა გოგონამ დუბაიში ტაქსისტი სცემა, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა

ქართველმა კარატისტმა გოგონამ დუბაიში ტაქსისტი სცემა, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა

დუბაიში ქართველ კარატისტ გოგონას 22 წლის პაკისტანელი ტაქსის მძღოლი დაესხა თავს გაუპატიურების მიზნით. ქალი, რომელსაც კარატეში ყავისფერი ქამრის მფლობელია, ამბობს, რომ დუბაის გაუდაბნოებულ რაიონში, რაშიდიაში ტაქსის მძღოლი მის გაუპატიურებას შეეცადა.

"მანქანა დაუსახლებელ ადგილას გააჩერა, კარები ჩაკეტა და სახეში შემომარტყა, მეუბნებოდა, სექსი უნდა გვქონდესო. ფეხსაცმელი გავიხადე და თავში ჩავარტყი. ცდილობდა ეკოცნა, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. მაისური შემომახია. როცა ნახა ვერ მერეოდა, მანქანიდან გადავიდა და გადმოდიო მითხრა. შემდეგ მიწაზე დამაგდო და ცდილობდა გავეუპატიურებინე. სახეში სილა შევაყარე და მთელი ძალით დავუშინე მუშტები. კარატის ექსპერტი ვარ და ეს დამეხმარა. საბოლოოდ მძღოლი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა" - ყვება დაზარალებული გოგონა.

გოგონამ დუბაის პოლიციაში განაცხადა მომხდარის შესახებ. ეჭვმიტანილი დააკავეს სამი დღის შემდეგ. ტაქსის მძღოლი ირწმუნება, რომ გოგონა მას ფულის სანაცვლოდ სექსზე დათანხმდა, შემდეგ კი გადაიფიქრა. მამაკაცი გაუპატიურების, გატაცების და ფიზიკური ძალადობის ბრალდებებს უარყოფს. სასამართლო მოსმენა შემდეგ თვემდე გადაიდო.

მომზადებულია 7days.ae-ს მიხედვით

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"