დიქტატორთა ცოლები - ქმრის მსხვერპლნი თუ სისხლიანი ქალბატონები?!

 დიქტატორთა ცოლები - ქმრის მსხვერპლნი თუ სისხლიანი ქალბატონები?!

მსოფლიო ავტორიტარი მმართველების ცოლებს ყოველთვის უამრავი რამის გადატანა უწევდათ და უწევთ, თუმცა მათგან ზოგი ცდილობდა საკუთარი საქმიანობა რაიმე სასარგებლო საქმის კეთებისთვის და ქველმოქმედებისთვის გამოეყენებინა, სხვანი კი ან სრულიად უუფლებონი იყვნენ, ანაც მხოლოდ დიქტატორ მეუღლეებს უჭერდნენ მხარს.

რაკელ მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის მეუღლე

რაკელი 30 წლის განმავლობაში იყო დუჩეს მეუღლე. ფაშისტური რეჟიმის დროს, ის იყო მაგალითი ქალისა, თუ როგორი უნდა იყოს ფაშისტი მეუღლის ცოლი - სამაგალითო დედა და დიასახლისი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მეუღლეს არ აკმაყოფილებდა. 1945 წლის 28 აპრილს მუსოლინი იტალიელმა პარტიზანებმა საყვარელთან, კლარა პეტაჩისთან ერთად შეიპყრეს და გაასამართლეს. რაკელი კი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იტალიიდან გაიქცა. 1945 წელს ის შვეიცარიაში იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს. რაკელი ამერიკელებს გადასცეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს კიდეც.

ნადეჟდა ალილუევა - იოსებ სტალინის მეორე მეუღლე

ნადეჟდა ალილუევას ცხოვრებას ბედნიერს ვერავინ უწოდებს, ის სტალინის მეორე ცოლი გახლდათ და გაუძლო 14 წლიან ოჯახურ ცხოვრებას სტალინთან, თუმცა 1932 წლის 9 ნოემბერს თავი მოიკლა - საბჭოთა კავშირის "პირველმა ლედიმ" ტყვია გულში დაიხალა. როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლო პერიოდში ის მუდამ საუბრობდა სტალინთან დაშორებაზე და იმაზე, რომ ასე ცხოვრება მეტად აღარ შეეძლო. სტალინის პირველი ცოლი გახლდათ ეკატერინე სვანიძე.

ევა ბრაუნი - ადოლფ ჰიტლერის მეუღლე

ევამ და ჰიტლერმა ერთმანეთი ფოტოატელიეში გაიცნეს. მაშინ ევა 17 წლის იყო, ჰიტლერი კი - 40-ის. ევა მაშინვე მოეწონა ჰიტლერს, თუმცა ის უკვე დაქორწინებული იყო გელი რაუბალიზე. ადოლფი დღისით ევასთან ერთად იყო, საღამოს კი თავის ცოლთან ბრუნდებოდა, რაც ევას ძალიან აწუხებდა.

1932 წლის დასაწყისში, გელი რაუბალის სიკვდილის შემდეგ, ევა დიქტატორის საყვარელი გახდა, ხოლო ოფიციალურად მათი ურთიერთობა მხოლოდ 1945 წლის 29 აპრილს დაამტკცეს, ხოლო მეორე დღეს წყვილმა თავი თვითმკვლელობით დაასრულა.

ევას დიდი როლი არ ჰქონია პოლიტიკაში, რადგან ჰიტლერი ცდილობდა მისთვის აერიდებინა დიდი პოლიტიკის საკითხები და პრობლემები. ასე რომ, 30-იან წლებში ევას ცხოვრება კომფორტულად მიდიოდა. ის გატაცებული იყო ფერადი ფოტოხელოვნებით

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჭამდნენ ყველაზე სასტიკი დიქტატორები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს