რას ნიშნავს ციკლის 10 დღით გადაცდენა, თუ ფეხმძიმედ არ ხართ - როგორ უნდა მოიქცეთ?

 რას ნიშნავს ციკლის 10 დღით გადაცდენა, თუ ფეხმძიმედ არ ხართ - როგორ უნდა მოიქცეთ?

თუ ქალი შვილის გაჩენას არ აპირებს, მისთვის რეგულარული მენსტრუალური ციკლი ერთდროულად უსიამოვნო შეგრძნებაც არის და ბედნიერებაც. მაგრამ თუ იცით, რომ ფეხმძიმედ არ ხართ, მაგრამ ციკლი გადაგიცდათ, ჩვენ ვიცით 7 მიზეზი, რისი ბრალი უნდა იყოს ეს.

1. სტრესი

სტრესი უამრავი დაავადების მიზეზია. სამსახურის, მისამართის შეცვლა, სხვა ქვეყანაში მოგზაურობა... ორგანიზმში ცვლილებას იწვევს, მათ შორის, ციკლისასაც. საქმე იმაშია, რომ ჰორმონებთან ერთად, კრიტიკული დღეების რეგულირებაზე ნერვული სისტემაც ახდენს გავლენას. ძლიერი უსიამოვნებების დროს მენსტრუაცია შეიძლება რამდენიმე წლითაც გაქრეს, სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევებიც დაფიქსირებულა.

2. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

სპორტულმა ვარჯიშებმა შეიძლება ან შეამციროს ციკლის ხანგრძლივობა, ან სულ შეწყვიტოს იგი.

3. გაციება

ორგანიზმის ნებისმიერი ცვლილება კვალს ამჩნევს მენსტრუალურ ციკლზე. სხეული დიდ დროს კარგავს ინფექციასთან საბრძოლველად და შეიძლება მეორეხარისხოვან დავალებას ყურადღება აღარ მიაქციოს.

4. დიეტა

თუ წვეულებისთვის ფორმაში ჩადგომა გსურთ და საკუთარ ორგანიზმს მკაცრი დიეტით ფიტავთ, გახსოვდეთ, რომ ჰორმონალურ დარღვევას უწყობთ ხელს. მკვეთრი წონაში კლება კარგს არაფერს მოგიტანთ. ფიზიკური ვარჯიშები დამზოგავი უნდა იყოს; კვება - ჯანსაღი და რეგულარული განაგრძეთ კითხვა