100 წლის ქალი ”ვოგის” მოდელი გახდა

100 წლის ქალი ”ვოგის” მოდელი გახდა

წელს მსოფლიოში ცობილი ჟურნალი ”ვოგი” ასი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოცემის რედაქციამ გადაწყვიტა, სიმბოლური ფოტოთი აღენიშნა იუბილე და ივნისის ნომერში ბრიტანელი ბო გილბერტის ფოტოები გამოექვეყნებინა.

ბო ზუსტად ასი წლის წინ, 1916 წელს დაიბადა. მოდელი ცნობილმა ფოტოგრაფმა ფილ პოინტერმა გადაიღო. ქალს ”ვალენტინოს”, ”დრის ვან ნოტენის” და ვიქტორია ბექჰემის ბოლო კოლექციების სამოსი აცვია. ცნობილია, რომ ბო გილბერტი არასოდეს გადის სახლიდან მაკიაჟის და ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე. თავად მოდელი ხაზს უსვამს, რომ საკუთარი თავისთვის იმოსება და არა მამაკაცებისთვის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს