ბიანკა ბრი - ჟან კლოდ ვანდამის ღირსეული ქალიშვილი

ბიანკა ბრი - ჟან კლოდ ვანდამის ღირსეული ქალიშვილი

25 წლის ბიანკა ბრი, ცნობილი მსახიობისა და საბრძოლო ხელოვნების უბადლო ოსტატის, ჟან კლოდ ვანდამის ქალიშვილია. 5 წლის წინ, ბიანკა მამასთან ერთად, ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, შემდეგ დიდხანს არ გამოჩენილა. თუმცა, ინსტაგრამზე ატვირთული, შავგრემანი ლამაზმანის ფოტოები, შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

2012 წელი, გამოსვლა მამასთან ერთად ბავშვობაში, ბიანკა ფიგურული სრიალით იყო გატაცებული, თუმცა სერიოზული ტრავმის გამო, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო.

ამჟამად გოგონა სამსახიობო კარიერითაა დაკავებული

"არ მინდა მამაჩემის ჩრდილში მოვექცე. მირჩევნია ყველა სირთულე გავიარო, ვიდრე საწადელს მარტივად მივაღწიო. ახლა სინჯებზე დავდივარ" - რამდენიმე წლის წინ,ბიანკამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

ცნობილი მამის ფილმებში, ბიანკამ უკვე რამდენიმე როლი განასახიერა. "ხალხი ხშირად მოდის ჩემთან და მეუბნებიან, რომ მამა ძალიან უყვართ. მოსასმენად რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ მე რა შუაში ვარ?" - გამოტყდა ბრი.

ახალ ფოტოსესიაში, ბრიმ შთამბეჭდავი სხეული და შესაშური მოქნილობა დაგვანახა

როგორც თავად ბრი გვიყვება, ბავშვობაში საბრძოლო ხელოვნება სძულდა. ახლა კი აქტიურად ამუშავებს მამის ილეთებს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს