უკაცრიელი კუნძული, სადაც განსაკუთრებით საშიშ პატიმრებს გზავნიდნენ

უკაცრიელი კუნძული, სადაც განსაკუთრებით საშიშ პატიმრებს გზავნიდნენ

სუფთა გამჭირვალე წყალი, თეთრი ქვიშა, პალმის ხეები, ენდემური მცენარეები და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები... პანამის წყნაროკეანურ სანაპიროზე მდებარე კოიბას უკაცრიელ კუნძულზე ჩასული დამსვენებელი ვერც კი იფიქრებს, რომ აღნიშნული ადგილი საიდუმლო წარსულს მალავს.

1919 წელს ამ კუნძულზე გამოსასწორებელი კოლონა აშენდა და ამ დროიდან ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად გადაიქცა. ციხეში საშიშ დამნაშავეებსა და პოლიტიკურ პატიმრებს გზავნიდნენ. ადგილი ცნობილი იყო უკიდურესად ცუდი პირობებით, ადამიანების წამებისა და მკვლელობის ფაქტებით.

ციხის გაძლიერებული დაცვისთვის თავი რომ დაეღწიათ, პატიმრებს კუნძულზე გავრცელებული შხამიანი გველებისა და მწერებისგან გადარჩენა გაუჭირდებოდათ, თან ტყიდან გამოსულებს წინ ზვიგენებით სავსე ოკეანე შეხვდებოდათ. ალბათ, სწორედ ამიტომ უწოდებდნენ აქ მყოფ პატიმრებს გაუჩინარებულებს.

ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი მსჯავრდებულის სიცოცხლე შეეწირა ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებს, თუმცა ადგილობრივების თქმით, ციხეში სამასზე მეტი პატიმარი მოკვდა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს