ყოფილი ქმრისა და დაქალის საძებნელად იტალიაში გადახვეწილი ქალის ამბავი

ყოფილი ქმრისა და დაქალის საძებნელად იტალიაში გადახვეწილი ქალის ამბავი

"გამწარებული, დაჩაგრული ქალი ვარ. მინდა, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება გაგიზიაროთ და იქნებ ვინმეს ჭკუის სასწავლებლად გამოგადგეთ.

არც დედამთილს და არც მამამთილს დაუნგრევია ჩემთვის ოჯახი, არც მატერიალური პრობლემა გვქონია - ქმარი იმ მეგობარმა წამართვა, რომელიც დად მიმაჩნდა. მთელი ცხოვრება ერთად გამოვიარეთ და ბოლოს, მიღალატა ქმარმაც და დაქალმაც ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავსაც მერჩივნა... ახლა ვხვდები, რომ დებილი ვარ, მაგრამ არაფრის გამოსწორება აღარ შემიძლია და ამას ვდარდობ. ბავშვებმა შესანიშნავი მამა დაკარგეს, მე კი არაჩვეულებრივი მეუღლე..."

- კარგი გოგო ვიყავი და ბევრი მეგობარი მყავდა. ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ და არა უბრალოდ - ყავის დაქალებს. ყურადღებით განებივრებული გახლდით და გარშემო მყოფებისგან ბევრ სითბოს რომ ვიღებდი, გულში "მზეჩამდგარი" თავადაც მხოლოდ სითბოს ვასხივებდი. ამიტომაც იყო, რომ ადამიანები ყოველთვის ბუზებივით მეხვივნენ და მარტოობა რა არის, არ ვიცი.

ნანო გამორჩეული მეგობარი იყო ჩემთვის. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ყოველთვის ვენდობოდი, მასთან ერთად ვმეცადინეობდი - ხან ჩემს სახლში, ხანაც მასთან. ლამის ერთად გვეძინა. სკოლა რომ დავამთავრეთ, მერე კი გაიყარა ჩვენი გზები, მაგრამ ცოტა ხნით: დიდ ქალაქში ჩამოსულებმა ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი და უკვე ჩვენი სტუდენტი მეგობრები გავაცანით ერთურთს. როცა საქეიფოდ ჯგუფელებთან ერთად მივდიოდი, ნანო მიმყავდა, მისი ჯგუფელები კი მე მეპატიჟებოდნენ. განუყრელები ვიყავით.

- მომავალი მეუღლე როდის გაიცანით?

- ის ჩემი ჯგუფელის ბიძაშვილი გახლდათ. ჰოდა, მეგობრის სახლში სტუმრად მისულს გამაცნეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მომეწონა და როცა დაქალმა მითხრა, - ჩემს ბიძაშვილს გულში ჩაუვარდიო, დიდად არ გამხარებია. თუმცა, რა დასამალია და ყოველი ახალი თაყვანისმცემლის გამოჩენა მეც მსიამოვნებდა... მერე ისე მოხდა, რომ დათო უნივერსიტეტში მომადგა და მითხრა, - შენთან სალაპარაკო მაქვსო. გავყევი. ვილაპარაკეთ ძალიან დიდხანს და როცა შინ ვბრუნდებოდი, მივხვდი, ამ ბიჭზე უნებურად მეფიქრებოდა. სახლში მისულმა ვერავის რომ ვერ ვუამბე დათოს შესახებ, რაღაც მოვიმიზეზე და ნანოსთან წავედი, რომელიც მაშინ სტუდქალაქში ცხოვრობდა. როცა ვუამბე, როგორ მომაკითხა დათომ, ჩვენი საუბრის დეტალებიც მოვუყევი და ვაღაირე: მგონი, მომწონს-მეთქი, დამიცაცხანა: გოგო, ისეთ კარგ ბიჭებს უყვარხარ და ეს აბდალი რამ მოგაწონა? ჭკუაზე აღარ ხარ, მგონი. გონს მოდი, შენი შესაფერისი უნდა იპოვო, ის გლახა რად გინდაო? - მაშინ პირველად ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გული მეტკინა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს