დედა ხუთი წლის შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

დედა ხუთი წლის შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

გასულ ოთხშაბათს ამერიკელი ქალი, რომლის შვილიც 5 წლის ასაკში დაიკარგა, ვაჟის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნიუ ჯერსიში 48 წლის მიშელ ლოძინსკის პატიმრობა მიუსაჯეს. ფლორიდაში მცხოვრები დედა, რომლის შვილიც 1991 წელს გაქრა, 2014 წელს დააკავეს, თუმცა მან დანაშაული არ აღიარა. პროკურორები ირწმუნებოდნენ, რომ ახალგაზრდა დედამ შვილი მოკლა, რადგან მისთვის ზედმეტი ტვირთი გამოდგა.

პატარა ტიმოთი 1991 წლის 25 მაისს გაუჩინარდა. ლოძინსკი ამბობდა, რომ შვილი კარნავალზე წაიყვანა, სადაც უცებ თვალთახედვის არედან დაკარგა და მას შემდეგ არ უნახავს. დედა ირწმუნებოდა, რომ ტიმოთი გაიტაცეს და მოხალისეების ჯგუფთან ერთად აქტიურად ეძებდა მას. ბავშვის გაქრობიდან 11 თვეში მისი გვამი ლოძინსკის ყოფილი სამსახურის ახლოს აღმოაჩინეს. გვამთან პლედი, ბოტასი და ბუშტი იყო დატოვებული. ლოძინსკი 2014 წლამდე არ დაუდანაშაულებიათ. 2014 წელს საქმე ხელახლა გაიხსნა, რადგან ბავშვის ყოფილმა მომვლელებმა ნაპოვნი პლედი ამოიცნეს, როგორც ლოძინსკის საკუთრება. ლოძინსკის შესაძლოა, უვადო პატიმრობა მიესაჯოს.

მომზადებულია nydailynews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს