CNN – 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

CNN – 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

"შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები - საქართველო გასაოცარი ქვეყანაა", - წერს CNN-ის ჟურნალისტი სტატიაში, რომელშიც იმ 9 მიზეზს ასახელებს, რის გამოც ყველამ უნდა მოინახულოს საქართველო.

1. თბილისის არქიტექტურა

დაკიდებული აივნები ძველი ქალაქის უბანში და სპარსული სტილის აბანოები თურქული მოზაიკით, უნიკალური არტ ნუვო შენობები ფუტურისტული შუშის ნაგებობების პირისპირ - ერთი სიტყვით, თბილისი შთაგონებების ქალაქია.

2. უშგული

ევროპის უმაღლესი სოფელი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე კავკასიურ მთებში მდებარეობს, რომელიც ოფიციალურად უმაღლესი დასახლებული ადგილია ევროპაში. უშგული ცნობილია შუასაუკუნოვანი თავდაცვითი კოშკებით, რომელიც თითოეულ სახლთანაა დაკავშირებული.

3. ღვინის სამშობლო

როდესაც ღვინის წარმომავლობაზე ვფიქრობთ, გვახსენდება საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი ან სპარსეთი, მაგრამ სინამდვილეში საქართველო ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. 2003 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ აქ ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ მზადებოდა ღვინო.

4. მისტიკური გამოქვაბული ქალაქები

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური გამოქვაბულებია მთელ ევროპაში. მარტო ამის გამო ღირს საქართველოს მონახულება. უძველესი გამოქვაბული ქალაქებია უფლისციხე, მთა გარეჯა და ვარძია, მიწისქვეშა ქალაქი, სადაც ადრე 2 000 ბერი ცხოვრობდა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს