როცა უცხო მამაკაცთან შესახვედრად მივედი, იქ ჩემი მეუღლე წითელთმიან ლამაზმანთან შევნიშნე

როცა უცხო მამაკაცთან შესახვედრად მივედი, იქ ჩემი მეუღლე წითელთმიან ლამაზმანთან შევნიშნე

გათხოვილი ვარ და ოჯახი მაქვს, მაგრამ ინტერნეტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთხელ ფეისბუკზე სასიამოვნო კომპლიმენტი მივიღე ძალიან სიმპათიური მამაკაცისგან.

ძალიან მესიამოვნა და ის ბიჭი დავიმეგობრე. ამის მერე მოვლენებს მივყევი. ძალიან შევეჩვიე ჩემს ვირტუალურ მეგობარს. კარგა ხანს გაგრძელდა ჩვენი მიმოწერა და ის ისე ემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ვეღარც კი წარმომედგინა, ერთ მშვენიერ დღეს რომ გამქრალიყო, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება...

არ დაუმალავს, რომ ოჯახი ჰქონდა. თავს კარგად ვგრძნობდით ვირტუალურ სამყაროში და არც ვცდილობდით, რეალურ ურთიერთობას. გარკვეული ხნის შემდეგ კი უკვე შეხვედრაზეც ალაპარაკდა. რა თქმა უნდა, თავს ვიკავებდი მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი მკლავდა... ბოლოს კი ცნობისმოყვარეობამ დამჯაბნა, ფარ-ხმალი დავყარე და შეხვედრაზე დავთანხმდი...

მოკლედ, ერთ-ერთ რესტორანში დავთქვით შეხვედრა... რაღა თქმა უნდა, კუპეში დავსხედით. ფანჯრიდან რესტრონის ეზო და შესასვლელი მშვენივრად ჩანდა და უეცრად, ჩემს ძვირფას მეუღლესაც მოვკარი თვალი, წითელთმიან ლამაზმანთან ერთად... სახეზე წამოვწითლდი, ძალიან გავნერვიულდი... რეზომ შემატყო და მიზეზი მკითხა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს