ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებული ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტები

ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებული ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტები

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე სასტიკ და უაზრო ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს, რომელიც ისტორიაში მომხდარა.

1. წარუმატებელი ოპერაციის შედეგად, რვა თვის ბრუს რემერი სასქესო ორგანოს გარეშე დარჩა. ფსიქოლოგმა ჯონ მანმა მის მშობლებს ურჩია, შეგუებოდნენ და ბიჭი როგორც გოგო, ისე აღეზარდათ. ამგვარად, ბრუსი გახდა ბრენდა, ჯონ მანმა კი ინტერესით დაიწყო დაკვირვება მოვლენებზე. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა,  სანამ მშობლებმა შვილს არ გაუმხილეს ეს ამბავი. ბრუსის ცხოვრება  დამახინჯდა, ის სამჯერ ეცადა თავის მოკვლას. მან გადაწყვიტა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა და დაქორწინდა კიდეც, თუმცა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა: ცოლთან გაშორების შემდეგ, მან სუიციდით დაასრულა ცხოვრება. ბრუსი 38 წლის იყო.

2. ექიმი ჰარი ჰარლოუ საბედნიეროდ, მხოლოდ მაიმუნებზე ატარებდა ცდებს. ის ართმევდა დედა მაიმუნს შვილებს და ერთი წლით მარტო ამყოფებდა. მას შემდეგ, რაც შვილი დედას უბრუნდებოდა, მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ეწყებოდა. აქედან ექიმმა ისედაც ცხადი დასკვნა გამოიტანა - როდესაც შვილს დედა მზრუნველობას აკლებს, პრობლემები იწყება.

3. ფსიქოლოგებმა მარკ სელიგმანმა და სტივ მეიერმა ძაღლები სამ ჯგუფად დაყვეს და ცალცალკე მოათავსეს. ერთ ჯგუფში არაფერი ხდებოდა, მეორეში დენს ურტყამდნენ ცხოველებს, თუმცა, დენის გამორთვა შეიძლებოდა სპეციალური მოწყობილობის გადაწევით, მესამეში კი დენს ურტყამდნენ ძაღლებს, მაგრამ ისე, რომ ამის აღმოფხვრა ცხოველებს არ შეეძლოთ. ცოტა ხნის შემდეგ, ძაღლები გალიებიდან გამოუშვეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ ცდილობდა შიგნიდან გამოსვლას: მათ განსაცდელი ისე აღიქვეს, როგორც გარდაუვალი რამ.

4. ვენდელ ჯონსონმა აიოვას უნივერსიტეტიდან თავის ასპირანტ მერი ტუდორთან ერთად 1939 წელს 22 ობოლი ბავშვი ორ ჯგუფად დაყო. ერთ ჯგუფს ეუბნებოდნენ, რომ მათი მეტყველება იდეალური იყო, მეორეს ეუბნებოდნენ, რომ ყველა მათგანს  საშინლად ებმოდა ენა. სინამდვილეში ყველა ბავშვი ნორმალურად საუბრობდა. შედეგად ბავშვების უმრავლესობას ჩამოუყალიბდა ენაბლუობა, რაც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ.

5. მაიმუნების ჯგუფს ასწავლეს დამოუკიდებლად ნარკოტიკების მიღება. მაიმუნები, რომლებიც კოკაინს იღებდნენ, კრუნჩხვებისგან და ჰალუცინაციებისგან იტანჯებოდნენ. მაიმუნები, რომლებიც ამფეტამინს მოიხმარდნენ, ბეწვებს იპუტავდნენ, ხოლო ისინი, რომლებიც კოკაინისა და მორფის ერთჯერადი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ორ კვირაში კვდებოდნენ.

მომზადებულია Listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს