ბაქოს აეროპორტი ყველაზე ლამაზად აღიარეს - დაათვალიერეთ!

ბაქოს აეროპორტი ყველაზე ლამაზად აღიარეს - დაათვალიერეთ!

ეს სტატია fresher.ru-ზე გამოქვეყნდა, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი. პორტალის ჟურნალისტმა სტატია მიუძღვნა ბაქოს აეროპორტს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად არის აღიარებული და ჟურნალისტიც ეთანხმება ამ მოსაზრებას.

"უამრავი აეროპორტი მინახავს, სულ პატარა ზომისაც და მსოფლიოს მეგაპოლისების ვეებერთელა აეროპორტებსაც ვსტუმრებივარ, თუმცა ყველაზე დიდი ესთეტიკური სიამოვნება ბაქოს აეროპორტში ყოფნისას განვიცადე. ბაქოში ჩასვლა მარტო იმიტომ ღირს, მისი აეროპორტი რომ დაათავალიეროთ, აღარაფერს ვამბობ კონკრეტულად ქალაქზე.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეპატიჟებინეთ თანამედროვეობის მუზეუმში, ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბაქოს აეროპორტია.

არ შეიძლება ბაქოს აეროპორტის შედარება დუბაის, ან თუნდაც სინგაპურის აეროპორტებთან. აქ არ არის ისეთი მასშტაბები და ტრაფიკი, აქ არ არის აუზები და პეპლების ბრები, თუმცა აქ ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, რომ რეისის მომლოდინე მგზავრი თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მსოფლიოს ორი ულამაზესი აეროპორტი აქვს - ეს არის ბარაჰასის აეროპორტი მადრიდში და ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტი ბაქოში.

ბაქოს ტერმინალი გარედან ისევე გამოიყურება, როგორც სხვა თანამედროვე აეროპორტები.

ეს გახლავთ გეომეტრიულობის, ფუტურიზმის და მაღალტექნოლოგიური მასალების მიქსი - ბეტონი, შუშა, მეტალი. შიგნით კი თქვენს თვალწინ გადაიშლება ცოცხალი, უჩვეულო ინტერიერი, რომელიც თურქულმა არქიტექტურულმა კომპანიამ შექმნა და რომელიც გაჟღენთილია აღმოსავლური სტუმართმოყვარეობითა და სითბოთი. აქ უხვადაა გამოყენებული ხის ელემენტები. თავად ტერმინალი შედარებით პატარა ზომის არის. ახალ კომპლექსს აქვს რესურსი წელიწადში 6 მილიონ ადამიანს მოემსახუროს. მისი ფართობი 65 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

აეროპორტი 4-სართულიანია. აქვს დიდი შესასვლელი ჰოლი. ეს ერთ-ერთი ისეთი აეროპორტია, რომელშიც არ არის კომპრომისი სისუფთავესა და სიბინძურეს შორის - აქ ყველა ზონა თანაბრად კომფორტული და სასიამოვნოა. ოთხივე სართული გაფორმებულია ხის აქსესუარებით, რომელიც დამზადებულია მუხის ხისგან.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს