შვილებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ - მშობლებმა ისინი მე-5 სართულიდან გადმოაგდეს (+ვიდეო)

შვილებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ - მშობლებმა ისინი მე-5 სართულიდან გადმოაგდეს (+ვიდეო)

რუსეთის დასახლება სტრუნინოში, ძველებურ კორპუსში 22 მაისს ხანძარი გაჩნდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მეოთხე სართულზე მცხოვრები ქალი ბლინებს აცხობდა, როცა რაღაც მომენტში გაზზე ზეთი დაეწვეთა, აალდა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ბინაში. გაჩნდა ბოლი, რომელმაც მალევე აავსო ზედა, მეხუთე სართულის ბინა, სადაც ბავშვებიანი ოჯახი ცხოვრობდა.

მშობლებსა და მათ მცირეწლოვან შვილებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ - სახანძროს მოსვლამდე ბოლისგან იგუდებოდნენ.

სახლის ეზოში მაშინვე შეიყარნენ მეზობლები და გამვლელები. ათობით მამაკაცმა მომენტალურად მოიტანა საიდანღაც მსხვილი ზეწარი და გაშალეს. მშობლებს საფიქრალი დრო აღარ ჰქონდათ, სწრაფად უნდა გადაერჩინათ ბავშვები.

სათითაოდ გადმოაგდეს ფანჯრიდან ჯერ ერთი - 11 თვის ჟენია, რომელმაც შეშინებაც ვერ მოასწრო, მერე მისი დაიკო გადმოუშვეს - ისიც წარმატებით დაიჭირეს ჩვეულებრივმა გმირმა ადამიანებმა. ბავშვებს მათი დედა მოჰყვა, ბოლოს კი მამაკაცი გადმოხტა. თუმცა მას ყველაზე ნაკლებად გაუმართლა - სანახევროდ ასფალტზე დაეცა და მოტეხილობებიც მიიღო.

ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოხერხდა. 25 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა მეოთხე სართულზე და იქ მცხოვრებმა ქალბატონმაც სერიოზული დამწვრობა მიიღო.

ეს ყველაფერი თვითმხილველმა გადაიღო და შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს