ჯანმრთელობის ელექსირი - რა უნდა იცოდეთ ალოეს განსაკუთრებულ თვისებებზე

ჯანმრთელობის ელექსირი - რა უნდა იცოდეთ ალოეს განსაკუთრებულ თვისებებზე

ფანჯრის რაფაზე შემოდებული ქოთანი და მცენარე, რომელიც ბავშვობის მოგონებებიდან შემომრჩა. კარგად მახსოვს, როგორ წურავდა დედა ალოეს რბილობს და ყოველი გაციებისას სხვადასხვა მეთოდით მკურნალობდა.

...მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. დედა სურდოს დღემდე ალოეს დახმარებით ებრძვის. ეს მცენარე ჩემთვის მკურნალობის მარტივ საშუალებასთან, სასარგებლო თვისებებთან და იმუნიტეტის ამაღლებასთან ასოცირდება.

ამასვე მეუბნება ჩემი თანამშრომელი, რომელიც სამსახურში სისტემატურად "ალოე ვერას" ბოთლით ხელში გადაადგილდება. ახლახანს დავინტერესდი, ასე ინტენსიურად რატომ აგემოვნებდა, მიპასუხა, ერთი რომ ძალიან მოსწონს გემო, ასევე იმიტომ რომ ალოეს სასარგებლო თვისებები მის ორგანიზმს უხდება, უმაღლებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, ალოე განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. ნამდვილი ალოე - ალოე ვერაა. ალოეს ფოთლები უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მეცნიერთა მიერ გამოკვლეული და შესწავლილია ალოეს შემადგენლობაში შემავალი 20-მდე მნიშვნელოვანი და მეტად ღირებული კომპონენტი. მათ შორის, განსაკუთრებული ნივთიერებები, ე.წ. სტიმულატორები, რომლებიც ჩვენი სხეულის უჯრედებს ფუნქციობას აიძულებს. იმ უჯრედებსაც კი, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული და ნორმალურად არ ფუნქციონირებენ.

ალოე საუკეთესო მკურნალია. ამ მცენარეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მკვლევარები, რომლებიც დაბერების პროცესებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება-გახანგრძლივების საკითხთა შესწავლით არიან დაკავებულები. ალოეს ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს არა მხოლოდ ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების, არამედ შრომისუნარიანობის ამაღლებისა და რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესება-შენარჩუნების თვალსაზრისითაც. ალოე ებრძვის უძილობას, ხსნის სტრესს. განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ალოესგან სხვადასხვა სახის სამკურნალო საშუალებებს ამზადებენ. მათ შორის, ნაყენს, მალამოს, წვენს, კრემსა და ემულსიასაც კი.

ალოეს წვენი უკვე მრავალი წელია მსოფლიოს მასშტაბით იწარმოება. აღნიშნულ სასმელს ცნობილია, რომ მეტად სასარგებლო თვისებები გააჩნია, თუმცა სარგებლის მისაღებად, მთავარია ნაწარმი ნატურალური იყოს.

ქართულ ბაზარზე ალოეს წვენი ბოლო პერიოდში აქტიურად გამოჩნდა და ხალხმაც მაშინვე შეიყვარა. ცნობილი სასმელი "ალოე ვერა" ქართველ მომხმარებლებში თვალშისაცემია, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს და "ალოე ვერას" ბოთლით ხელში ჩვენს ირგვლივ სახლში, თუ სამსახურში ბევრი ადამიანი გადაადგილდება.

ჩვენ დავინტერესდით, სად და როგორ იწარმოება ქართველ მომხმარებლებში პოპულარული, სასარგებლო თვისებებით გამორჩეული სასმელი. ინფორმაციისთვის "ალოე ვერას" ერთ-ერთი ბრენდის "ALEO"-ს იმპორტიორს, სააქციო საზოგადოება "ნიკორას" შვილობილ კომპანიას "ინტრეიდს" მივმართეთ:

"ინტრეიდის" დირექტორი ილია შარიქაძე: "ALEO" ლიტვურ კომპანია "მეგა ბალტიკას" ეკუთვნის, რომელიც ტაივანის კუნძულზე იწარმოება. ტაივანი მდიდარია ალოეს პლანტაციებით, შესაბამისად, მოსავლის აღებასთან ერთად ადგილზე ხდება მისი დამუშავება, რათა წვენმა შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი და სასარგებლო თვისებები. "მეგა ბალტიკა" აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ჯანსაღ სასმელს.

- როგორც ცნობილია, ალოეს წვენი ძალიან სასარგებლო სასმელია. ალოეს "სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ელექსირს" უწოდებენ. რა სარგებელი მოაქვს მას ადამიანის ორგანიზმისთვის?

- ალოე შეიცავს A, C, E ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, ქოლინის, B1, B2, B3, და B6-ს. ასევე შეიცავს უიშვიათეს ვიტამინს B12-ს. ის წმენდს და მწყობრში აყენებს მომნელებელ სისტემას, აღწევს სისხლში და ამარაგებს მას ჟანგბადით. ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. "ალოე ვერა" არის იმუნიტეტის გამაძლიერებელი, შეიცავს მაღალი დონის ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან არასტაბილურ ნაერთებს და ეს ყველაფერი ანელებს დაბერების პროცესს. "ალოე ვერა" აწესრიგებს მომნელებელ სისტემას, რაც პირველი და მნიშვნელოვანი გზა არის წონის დასაკლებად.

- საქარველოს ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებლის ალოეს წვენია წარმოდგენილი. რით განსხვავდება -"ALEO" ანალოგებისგან?

-აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა მწარმოებლის ალოეს წვენი. ყველა ალოეს წვენს ნატურალური რბილობი არ გააჩნია, ზოგი მათგანი ხელოვნურად შექმნილი ჟელატინია. "ALEO"-ს ფირმის "ალოე ვერას" შემთხვევაში, რბილობი ნატურალურია და ყველაზე მეტი რაოდენობითაა წვენში განზავებული. 2015 წელს, ALEO-ს ფირმის ალოეს წვენმა ბრიუსელში არსებული გემოსა და ხარისხის ინსტიტუტისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო, როგორც "განსაკუთრებული და გამორჩეული" გემოს სასმელმა. შესაბამისად, ჩვენ პასუხს ვაგებთ "ნიკორას სუპერმარკეტების" ქსელსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილ ALEO -ს ფირმის წვენის მაღალხარისხსა და სასარგებლო თვისებებზე.

თანამედროვე ცხოვრების რიტმი და დროის სიმცირე არ იძლევა საშუალებას, ორგანიზმისთვის სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა მცენარე ჩვენვე გავზარდოთ, დავამუშაოთ და მოვიხმაროთ. შესაბამისად, ბაზარზე ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ნაწარმის არსებობა მომხმარებლისთვის კომფორტულია, მით უფრო, თუკი გემრიელი და სასარგებლოა და იცი, რომ აღნიშნული პროდუქტი ორგანიზმისთვის სარგებლის მომტანი და გამაჯანსაღებელია.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

ხაბიბ ნურმაგომედოვი, აშშ-ს და საქართველოს ზეწოლის" გამო, აფხაზეთში აღარ ჩავა " - რა სანქციების შეეშინდა UFC-ის ყოფილ ჩემპიონს

ქართველი ჩოგბურთელის წარმატება - ეკატერინე გორგოძე, კარიერაში პირველად, როლან გაროსზე იასპარეზებს

"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის