პრინცმა უილიამმა გაამხილა, როგორ აძინებს პატარა ჯორჯს

პრინცმა უილიამმა გაამხილა, როგორ აძინებს პატარა ჯორჯს

ყველა მშობელს თავისი შვილის დაძინების განსხვავებული მეთოდი აქვს. ამ მხრივ, არც სამეფო ოჯახია გამორჩეული - პრინცი ჯორჯიც ისეთივე მამიკოა, როგორიც სხვა მზრუნველი მამები. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ გაამხილა, რა მეთოდით აძინებდა პირველ შვილს - პრინც ჯორჯს.

როგორც აღმოჩნდა, პატარა უფლისწული ძალიან ჭირვეული ყოფილა და ძილზე ყოველთვის უარს ამბობდა. სამეფო წყვილმა სხვადასხვა მეთოდები სცადა, ბოლოს კი იდეალურს მიაგნო - მოშვებული ონკანის ხმა პრინც ჯორჯზე განსაკუთრებულ დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა.

უილიამის თქმით, ამავე მეთოდს მიმართავს უმცროსი ქალიშვილის, შარლოტას დასამშვიდებლადაც, თუმცა მამის თქმით, პატარა პრინცესა ნაკლებად ჭირვეულია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს