არასრულწლოვანი დედები და მათი ისტორიები

არასრულწლოვანი დედები და მათი ისტორიები

მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 2 მილიონამდე გოგონა 15 წლამდე ასაკში ხდება დედა.

ახალგაზრდა დედები საფრთხის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ხშირად იძულებულნი არიან შეწყვიტონ სწავლა და დაემშვიდობონ კარიერის შექმნის პერსპექტივებს.

ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ დაგეგმილი კონფერენციის წინ, კოპენჰაგენში ფოტოგრაფი და რეჟისორი პიტერ ტენ ჰუპენი რამდენიმე გოგონას შეხვდა, რომლებმაც მოზარდობის ასაკში იმშობიარეს. ასეთია მათი ისტორიები:

1. კეიას და მის მეუღლეს შეუყვარდათ ერთმანეთი და მშობლების უარის მიუხედავად, მათ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს, როდესაც კეია 13 წლის იყო. მშობიარობისას ძლიერი სისხლდენის გამო კეია ძლივს გადარჩა.

"როდესაც 13 წლის ასაკში გავთხოვდი, ბედნიერი ვიყავი, - ამბობს კეია, - სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე, რადგანაც ჩემს ოჯახს ფული საერთოდ არ ჰქონდა. ჩემი მეუღლე მეზობლად ცხოვრობდა და გაცნობისთანავე მივხვდი, რომ მას უნდა გავყოლოდი ცოლად".

2. 15 წლის ანა საკუთარ ქალიშვილთან, მშობლებთან და ორ დასთან ერთად ერთ-ერთი კოლუმბიური ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს. იგი მერვე კლასში სწავლობდა, როდესაც მეგობარი მამაკაცისგან დაფეხმძიმდა, რომელმაც ის მალევე მიატოვა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს