29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცხოვრების შეცვლა მოგინდებათ. ჩამოწერეთ, რისგან გსურთ გათავისუფლება და რისი მიღება. კარდინალური ცვლილებებს მოერიდეთ. კარგი დღეა ვარცხნილობის, იმიჯის შესაცვლელად.

კურო

იდეალური დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად; ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. იმოქმედეთ, გამარჯვება თქვენს მხარესაა და იმას მიიღებთ, რაც გსურთ.

ტყუპი

დღეს მაინც დაივიწყეთ მუშაობა. მეგობრებთან ერთად მოაწყვეთ პიკნიკი, დაგეგმეთ თევზაობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

დაივიწყეთ პარტნიორები, საქმიანი შეხვედრები და დღევანდელი დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. თუ ჯერ არ გყავთ მეორე ნახევარი, საღამო მეგობრებს შეხვდით.

ლომი

დღევანდელი დღე საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. აიმაღლეთ განწყობა და

ყურადღება არ მიაქციოთ უამინდობასა და ხმაურიან მეზობლებს. საღამოს მიიღეთ არომატული აბაზანა.

ქალწული

მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. უმჯობესია, ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ. თუ უამინდობამ შეგიშალათ ხელი სავაჭრო ცენტრში გაემართეთ, ყავა და ნაყინი მიირთვით.

სასწორი

მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და პიკნიკი მოაწყვეთ; ტბაში ან მდინარეში იცურავეთ. სანამ ბალახზე იქნებით წამოწოლილი მომავალი კვირის გეგმა შეადგინეთ.

მორიელი

კარგი დღეა სამოქმედო გეგმის შესადგენად. ფურცელზე ჩამოწერეთ სურვილები. პრიორიტეტი მიანიჭეთ სამსახურის საქმეებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში სიამოვნება მარტო მუშაობას არ მოაქვს. თქვენ გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს ადგილი სიყვარულისთვის.

მშვილდოსანი

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს