რა ხდება ჩინეთის ოლიმპიურ სკოლებში, სადაც მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები იზრდებიან

რა ხდება ჩინეთის ოლიმპიურ სკოლებში, სადაც მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები იზრდებიან

აცრემლებული მოსწავლეები - ხშირი მოვლენაა ჩინეთის ახალგაზრდულ სპორტულ სკოლებში, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ამზადებენ.

სპორტული მომზადების ჩინურმა სისტემამ მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1980 წელს, ჩინეთმა კვლავ დაიწყო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

ყველაზე დიდ წარმატებას ქვეყანამ 2008 წელს, პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიაღწია, როცა პირველი ადგილი დაიკავა. 4 წელიწადში, ლონდონის ოლიმპიადის დროს, ჩინელი სპორტსმენები მეორე ადგილზე გავიდნენ.

ჩემპიონობისთვის მზადებას ჩინეთში, სპეციალურ სპორტულ სკოლებში 6 ასაკიდან იწყებენ. აქ ბავშვებს უდიდესი ფიზიკური დატვირთვით უწევთ მომზადება.

თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია თანდათანობით იცვლება - პატარა ასაკის ბავშვებისთვის უმძიმესი ფიზიკური დატვირთვის აუცილებლობას სულ უფრო მეტი მშობელი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩინეთში სპორტული სკოლების რელევანტურობის საკითხი, განსაკუთრებით აქტუალური 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ გახდა, როცა აღმოჩნდა, რომ დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, ბევრ სპორტსმენს გაუჭირდა ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა, რადგან სპორტული კარიერის გამო, სათანადო განათლება ვერ მიიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს