"მის თურქეთი" პრეზიდენტ ერდოღანზე კრიტიკული ლექსის "ინსტაგრამზე" გაზიარებისთვის გაასამართლეს

"მის თურქეთი" პრეზიდენტ ერდოღანზე კრიტიკული ლექსის "ინსტაგრამზე" გაზიარებისთვის გაასამართლეს

მოდელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ "მის თურქეთი" გახდა, სოციალურ მედიაში პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ ცნეს. მერვი ბუიუკსარაჩის 14 თვიანი გამოსასწორებელი ვადა მიესაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ პერიოდის მანძილზე რამე ”შეურაცხმყოფელს” ჩაიდენს, მას დააპატიმრებენ.

27 წლის გოგონა, რომელმაც 2006 წელს "მის თურქეთის" სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, "ინსტაგრამის" გვერდზე სატირული ლექსის გაზიარებისთვის ცნეს დამნაშვედ. ლექსი სახელად ”ოსტატი”, აკრიტიკებს ერდოღანს და პრემიერ-მინისტრს. ”იმიტომ გავაზიარე, რომ სასაცილოდ მეჩვენა. არც მიფიქრია პრეზიდენტის შეურაცხყოფა”, - აცხადებს ბუიუკსარაჩი.

უცხოელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთში თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებით, რაც მედიასა და პოლიტიკაში ოპოზიციური აზრის ჩახშობით გამოიხატება.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს