ბელგიური სუპერძროხები - მონსტრები, რომელთა ხორცი მსოფლიო მაღაზიების დახლებზე დევს

ბელგიური სუპერძროხები - მონსტრები, რომელთა ხორცი მსოფლიო მაღაზიების დახლებზე დევს

რას აღარ შეხვედებით თანამედროვე სუპერმარკეტებში. მთავარია, ფული ჰქონდეს ადამიანს და ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად სასარგებლო და უვნებელია ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი. დღესდღეობით ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის შეძენა ხომ თითქმის შეუძლებელია.

მაგალითისთვის ავიღოთ ხორცი. ამ სტატიის მიძღვნა გადავწვიტეთ ბელგიური ძროხების ცისფერი ჯიშისთვის. ამ ძროხების შეხედვისას მართლაც შიში შეგიპყრობთ. ისე გამოიყურებიან, თითქოს საბალახოდ კი არ დასეირნობენ მწვანე მდელოზე, არამედ სატრენაჟორო დარბაზებს სტუმრობენ და კუნთებს იმუშავებენ.

რეალურად კი ბელგიური ცისფერი ჯიშის ძროხები მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულ ჯიშად ითვლება. ეს ჯიში ხანგრძლივი სელექციის შედეგად იქნა გამოყვანილი, რომელზეც მეცნიერები წლობით მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმი გამოიმუშავებს მიოსტატინის ცილას, რომელიც გარკვეული ეტაპის შემდეგ აფერხებს კუნთოვანი მასის ზრდას. ბელგიური ცისფერი ძროხების ჯიშის დნმ-ში კი არის გენი, რომელიც აფერხებს ამ ცილის წარმოქმნას და კუნთოვანი მასაც უპრობლემოდ ვითარდება, ამიტომაც არის, რომ აღნიშნული ძროხები ბოდიბილდერებივით გამოიყურებიან. გარდა ამ თავისებურებისა, ეს ცხოველები თვინიერი ხასიათითაც გამოირჩევიან.

იხილეთ გაგრძელება + ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს