რამ აქცია ჰიტლერი მონსტრად - ისტორიკოსების ახალი აღმოჩენა

რამ აქცია ჰიტლერი მონსტრად - ისტორიკოსების ახალი აღმოჩენა

ადოლფ ჰიტლერის ძმა, რომელიც ჰიტლერზე უფროსი ეგონათ, სინამდვილეში უმცროსი ყოფილა, როგორც ისტორიკოსების ახალი აღმოჩენა ამტკიცებს. დღემდე ცნობილი იყო, რომ ჰიტლერი მეოთხე ბავშვი იყო ექვსშვილიან ოჯახში, თუმცა მის მშობლიურ ავსტრიულ ქალაქ ბრაუნუ ნა ინეში აღმოჩენილ საბუთებში ფიქსირდება, რომ სინამდვილეში ადოლფი მესამე ბავშვი იყო. ამ დასკვნამდე ისტორიკოსი ფლორიან კოტანკო მივიდა.

ოტო ჰიტლერი, რომელიც ადოლფის უფროს ძმად ითვლებოდა, ადოლფის დაბადებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაჩენილა, 1892 წლის 17 ივნისს. ოტო ჰიდროცეფალიით გადაიცვალა ექვსი დღის შემდეგ. ჩნდება კითხვა, როგორ იმოქმედა ძმის სიკვდილმა ნაცისტური გერმანიის მომავალ ლიდერზე. ”ჰიტლერის ბიოგრაფების დასკვნა მის ფსიქიკურ განვითარებაზე, რომ თითქოს ადოლფმა დედის ზედმეტი ყურადღება, როგორც ერთადერთმა გადარჩენილმა შვილმა, 4 შვილის გარდაცვალების შემდეგ მიიპყრო, ალოგიკურია”, - ამბობს კოტანკო. ამასთან, აღსანიშნავია, იცოდა თუ არა ჰიტლერმა თავისი ძმის მდგომარეობა და როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა მასზე. შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია მისი სამომავლო ტრანსფორმაცია.

ამასთან, მესამე რეიხის ლიდერი სისხლიანი ტირანის გარდა, ნარკომანიც იყო. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვამ გამოაქვეყნა. მილიონობით ადამიანის მკვლელი რეგულარულად მოიხმარდა მეტამფეტამინს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს