რა დაავადებებისკენ ხართ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა დაავადებებისკენ ხართ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგიის პრინციპთაგან უმთავრესი არის ის, რომ მას პოზიტივის მოტანის, ადამიანებისთვის დახმარების გაწევის, მომავლის რწმენის დაბრუნებისა და საკუთარ თავში გარკვევის ფუნქცია ეკისრება. თუმცა, ნებისმიერ ასტროლოგს ასევე მოეთხოვება, რომ მან საკუთარი საქციელით არასოდეს ავნოს ადამიანებს და არასოდეს გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება ბოროტად.

ბოლო დროს სამწუხარო სტატისტიკას ვაკვირდებით, ეპიდემიასავით მოედო ადამიანებს ქრონიკული დაავადებების სენი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხშირ შემთხვევაში "სამიზნე" ქალბატონები არიან. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ქალის ბუნება ხომ ზოგადად, უფრო სენსიტიური და ემოციურად მოწყვლადია ვიდრე მამაკაცის.

ასტროლოგიური ხედვით, ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. აგრესიის გამოვლინება, წყენა, ბოღმა, შური საუკეთესო ნიადაგს ქმნის საიმისოდ, რომ ადამიანის ენერგეტიკა დაინგრეს და მის საფუძველზე რთულად განკურნებადი ან განუკურნებელი, ქრონიკული დაავადება აღმოცენდეს. იმ შემთხვევაში კი, როცა პიროვნება მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ემოციების კონტროლს, ცხოვრობს კოსმიურ კანონებთან თანხმობაში, არასოდეს უსურვებს სხვას ცუდს, მაქსიმალურად ლოიალური და მიმტევებელია, ნებისმიერი სახის გართულებას აირიდებს თავიდან ჯანმრთელობის კუთხით.

აქვე ნუ დავივიწყებთ იმას, რომ დაავადება როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად - როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად.

ნებისმიერი ჩვენგანის დაბადებისას ცაზე სხვადასხვა პლანეტა, სხვადასხვა კომბინაციით – სისუსტითა და სიძლიერით მოძრაობდა. ამიტომ ასტროლოგი, პირველ რიგში პირად რუკაში არსებული პლანეტების კონფიგურაციის მიხედვით სვამს დიაგნოზს, როცა საუბარია დაავადების წარმოშობის გზებზე და მის ალბათობაზე ზოგადად. თუმცა არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი დაავადებებიც. დღეს ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრებთ:

ვერძების უმეტესობა თავის ტრავმებისა და თავის დაავადებებისკენაა მიდრეკილი. იქნება ეს შაკიკი, თავბრუსხვევები თუ სხვა.

კუროებს ყველაზე ხშირად დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები "უტევს".

ტყუპის პრობლემა კიდურებია. ისინი ხშირად არიან მოტეხილობის მსხვერპლი. მათი სისუსტე ასევე არის ფილტვები და სასუნთქი სისტემა.

კირჩხიბის პრობლემა თითქმის ყოველთვის არის კუჭი. ასევე ხშირია მათში წყლულოვანი დაავადებები ზოგადად.

ლომის სუსტი ორგანო გულია. ამ ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სისხლის სწორ ცირკულაციას. ასევე ხერხემალს და ზურგს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს