როგორი იყო ქორწილები მსოფლიოში ერთი საუკუნის წინ - უნიკალური ფოტოები

როგორი იყო ქორწილები მსოფლიოში ერთი საუკუნის წინ - უნიკალური ფოტოები

საქორწინო ცერემონიის განუყოფელ ნაწილად საქორწინო ფოტოები მიიჩნევა. პრაქტიკულად, ასე იყო XIX საუკუნეშიც.

დღემდე შენარჩუნებული პირველი ფოტო 1836 წელს ფოტოგრაფმა ჟოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გადაიღო. პირველი საქორწინო ფოტოსურათი კი 1840 წელს გადაიღეს. მასზე გამოსახულია ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეშვიდე დედოფალი, ინდოეთის პირველი იმპერატრიცა ვიქტორია და პრინცი ალბერტი, რომელიც, სხვათა შორის, მისი ბიძაშვილი იყო. ამ ფოტოს ავტორი როჯერ ფენტონი გახლავთ.

პირველი საქორწინო ფოტოები დადგმული იყო. მათ სტუდიებში იღებდნენ, ხანდახან გადაღებები ქორწილის დღესაც არ ემთხვეოდა. ხშირად, ახალდაქორწინებულები იმავე ტანსაცმელს არ იცვამდნენ, რაც ქორწილში ემოსათ. XIX საუკუნის შუა წლებში საქორწინო ”ფოტოსესია” საკმაოდ ძვირად ღირებული და მხოლოდ ერთეულებისთვის ხელმისაწვდომი გახლდათ.

XIX საუკუნის 60-იან წლებში საქორწინო ფოტოგრაფია განვითარდა. ფოტოგრაფებმა უშუალოდ ცერემონიებზე დაიწყეს გადაღება. ძირეული ცვლილებები ამ დარგმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განიცადა, ფოტოფირებისა და მობილური მაშუქების გამოჩენის წყალობით. საქორწინო ფოტოგრაფის პროფესიამ კი კომერციული ხასიათი მიიღო. ამ ფოტოგრაფების წყალობით, ფოტოინდუსტრიაში წარმოიშვა ისეთი ცნება, როგორიცაა ”მომენტის ფიქსაცია”. სიძე-პატარძალი მზად იყო, მეტი გადაეხადა წარმატებული კადრებისთვის, დაჭერილი მომენტებისთვის, მათი ბუნებრივობის გამო.

დუდანა ზაქარაია

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს