როგორი საქორწინო კაბებია მოდაში 2016 წელს

როგორი საქორწინო კაბებია მოდაში 2016 წელს

2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის საქორწინო კაბების მოდაში ახალი სტილი შემოდის - კლასიკური, რომანტიკული და მოდერნული კაბები. ახალი დეტალებია ფენები და კაბისთვის განზომილების დამატება. მოდაშია ფლორალური თეთრი თუ რუხი ორნამენტები, სამგანზომილებიანი თარგები, თუ გამჭირვალე ნაჭრები, რომელიც სხეულის და ნაჭრის სინთეზია - 2016 წლისათვის ასე უნდა გამოიყურებოდეს მოდური საქორწინო კაბა.

უმეტესწილად, კაბები წელში გამოყვანილი და ვიწრო, სხეულზე მომდგარია, რაც სექსუალურობას მატებს და სხეულის კონტურებს უსვამს ხაზს, ამიტომ მათ მოსარგებად აუცილებელია ფორმაში ყოფნა. დიზაინერები დიდ ყურადღებას უთმობენ რბილ დეტალებს, რომლებიც მოძრაობისას ფლუიდურობის შეგრძნებას იწვევს. მრავალ კაბაზე ბუმბულების შტრიხებია დატანილი. თუ გაინტერესებთ, როგორი საქორწინო კაბებია 2016 წლის მთავარი ტრენდი, ნახეთ ფოტოგალერეა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია brides.com- მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს