"ეს სოფელი პირველად რომ ვნახე... თავი ძველ საქართველოში მეგონა" - ტერასებზე შეფენილი ხეოთის შთამბეჭდავი ფოტოები

"ეს სოფელი პირველად რომ ვნახე... თავი ძველ საქართველოში მეგონა" - ტერასებზე შეფენილი ხეოთის შთამბეჭდავი ფოტოები

"ეს სოფელი პირველად რომ ვნახე, მომინდა ჩემს გვერდით ყველა ჩემიანი ყოფილიყო და მათთან ერთად გამეზიარებინა პირველაღმოჩენის სიხარული, გაოცება და აღტაცება. თავი ძველ საქართველოში მეგონა. ასე დატერასებული, ფერდობზე ბანიანი სახლებით ასე შეფენილი სოფლის შესახებ მხოლოდ წიგნებში თუ ამომეკითხა.

ეს ფოცხოვის ხეობაა, ისტორიული სამცხის ერთი მნიშვნელოვანი მხარე, სოფელს კი ძველი იერის გარდა სახელიც მაშინდელი შერჩენია - ხეოთი. სოფელი მართლაც ხევშია გაშენებული - ხევათი, ხეოთი. სახლებს სახურავი ბანისა აქვს, სხვა სახლისთვის ამავდროულად წინაკარისა თუ ეზოს დანიშნულებას რომ ასრულებს.

მაშინდელ სურვილს იმით ვიკლავ ხოლმე, რომ თითქმის ყოველი გავლისას მანქანას გადავახვევინებ და თანაექსპედიციელებს ამ ძველი მესხური სოფლის განუმეორებელ სილამაზეს ვუზიარებ. ერთი რამ კია დასანანი: ყოველი ნახვისას ბანიანი სახლების რაოდენობა მცირდება, ნაირფერად შეღებილი სახურავების რაოდენობა კი პირიქით..." - წერს ისტორიკოსი ბუბა კუდავა (ჟურნალი "უფლისციხე", ციკლიდან: "ტაო-კლარჯეთი. ფოტოემოციები") ტერასებად შეფენილ ისტორიულ სოფელზე.

ფოტო: saunje.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს