იზორია VS ბონდარენკო, ჩადენილი დანაშაული, სამართალი თუ უსამართლობა?

იზორია VS ბონდარენკო, ჩადენილი დანაშაული, სამართალი თუ უსამართლობა?

რამდენიმე დღეა, ვცდილობ გავატარო ეს არაფრის მომცემი, საქვეყნო პანიკა, ჯანო იზორიას, ბონდარენკოს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" თაობაზე, თუმცა სულ უფრო იმატებს განგაში და ცოტა არ იყოს დავიღალე...

ყველგან იზორიას გაცოფებული გულშემატკივრების წიკვინი ჩამესმის და ახლახანს ჯანოს ვიდეოც ვნახე, სადაც გაბრაზებული გვამცნობს, რომ "მას გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა" და თითქოს ნამუსზეც გვაგდებს, რომ ბოლომდე არ მოვინდომეთ და ახლა ჩვენ უნდა ვიწვოდეთ სირცხვილისგან, რომ "ეს ჩავიდინეთ" და ის პროექტის მიღმა დარჩა.

საერთოდ დამცა, ქსენოფობიით აღსავსე ბოლო კომენტარმა: ახლა წავალ და ქართველების ერთად ყოფნაზე მოვუსმენ სიმღერას-ო!

მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე კვირის წინ, აღშფოთებული ბლოგ პოსტი მქონდა ბონდარენკოს გაფეტიშებაზე, გაგიჟებულ და სახე-დაპორჭყნილ გოგონებზე, საჯარო მუდარებზე მეგობრებში დამატებაზე, ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ დღეიდან მინდა, რომ მოიგოს ბონდარენკომ!

ბევრი რომ არ ვისაუბრო, რამდენიმე მარტივად აღქმადი პუნქტით შემოვიფარგლები:

1. დამარცხების ღირსეულად ატანას, კიდევ სხვა "ლეველის" ღირსება სჭირდება თურმე. ბედნიერი ყველანი საყვარლები ვართ, აი როცა გვიჭირს მაშინ ვაჩენთ კლანჭებს და იზორიას და მისი მეგობრების რეაქცია ჩემთვის საშინლად (რბილად რომ ვთქვათ) არა მისასალმებელია;

2. ფინალში არ მოხვედრას რომ გვამადლი შე კარგო ადამიანო, იქნებ იმისთვის გადაგეხადა მადლობა, რომ აქამდე მიხვედი? 9 თუ 10 ტურში გატარეს ხელის გულზე, ერთში ვერ "ივაჟკაცეს" და იმ ერთმა გადაწონა ყველაფერი? მისი გულშემატკივრების ადგილას, ორმაგად გავბრაზდებოდი.

3. დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის საქველმოქმედო კონკურსი, სულ რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობდე, მამინაცვალი გაუპატიურებდეს, თუ მეხი დაგეცეს - არ გვაინტერესებს! გულით თანაგრძნობა სხვა თემაა, მაგრამ მოგებისთვის - აუცილებელია კარგი ცეკვა! შეიძლება კარგადაც ცეკვავს, მაგრამ აპელირება გაჭირვებით - არის სრულიად მიუღებელი! თქვით, რომ ბონდარენკოზე კარგად ცეკვავდა და არა ის, რომ ფოთიდან დადის თბილისში! იხილეთ ბლოგი სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს