ყველაზე ცნობილი ხმლები მსოფლიო ისტორიაში

ყველაზე ცნობილი ხმლები მსოფლიო ისტორიაში

1.ექსკალიბური

ორი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა ეს ხმალი მეფე არტურმა. პირველ ვერსიაში, ხმალი მან გიგანტური ქვიდან ამოიღო. მეორე ვერსიაში, ტბის ქალბატონმა მისცა არტურს ხმალი, ხოლო, როდესაც მეფე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, ერთ-ერთ თავის რაინდს მან ხმლის უკან ტბაში გადაგდება დაავალა. ხმალზე ნათქვამია, რომ ის ერთნაირად მარტივად ჭრიდა რკინას და ხეს.

2. ჯოიუსი

ეს ჩარლ დიდის ტრადიციული ხმალია და მეცამეტე საუკუნეში ფრანგი მეფეების კორონაციისთვის იყენებდნენ. ”მისი ფერი დღეში ოცდაათჯერ იცვლებოდა”, - ნათქვამია მასზე ხალხურ სიმღერაში. ამჟამად ხმალი უვრის მუზეუმში ინახება.

3. უოლესის ხმალი

ხმალი, რომელიც შოტლანდიის ქალაქ სტირლინგის ნაციონალურ მუზეუმში ინახება, გადმოცემით უილიამ უოლესის საკუთრებას წარმოადგენდა. ხმალი მეცამეტე საუკუნეშია დამზადებული და მეტრნახევარზე დიდი სიგრძისაა.

4. მოწყალების ხმალი

ბრიტანელი მონარქების კორონაციისას სწორედ მოწყალების ხმალი, იგივე კურტანა გამოიყენებოდა. ის მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება. მისი ვადა გადატეხილი იყო და ლეგენდის თანახმად, ბლაგვი ნაპირი მოწყალების აღმნიშვნელი გახლდათ.

5. სკოფნანგი

ისლანდიურ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმალი - სკოფნანგი პირველად ლეგენდარულ დანიელ მეფეს, ჰროლფ კრაკის ეკუთვნოდა. მაგიურმა იარაღმა ძალები მეფის 12 ბერსერკი მცველის სულებისგან მიიღო. შემდეგ ის კრაკისთან ერთად დამარხეს.

მომზადებულია medievalists.net-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს