რამდენს ვხარჯავთ ყოველდღე სამსახურში სიარულის შედეგად

რამდენს ვხარჯავთ ყოველდღე სამსახურში სიარულის შედეგად

აშშ-ში დასაქმებული ადამიანი ყოველთვიურად საშუალოდ 276 დოლარს ხარჯავს სამსახურში სიარულის შედეგად. ამის შესახებ კვლევა CareerBuilder-მა ჩაატარა, რომელმაც 3000-ზე მეტი დასაქმებული გამოკითხა.

რაში ხარჯავს დასაქმებული თანხას ყოველდღიურად? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგნაირია: ძირითადად, სასუსნავში, სადილში, ყავაში, მგზავრობაში.

"იმის გააზრება თუ რამდენს ვხარჯავთ, დაგვეხმარება ბიუჯეტის დაზოგვაში. ასე მაგალითად, სამსახურში საკვები სახლიდან წაიღეთ, ყავის გარეთ ყიდვა შეწყვიტეთ და უფრო იაფფასიანი ტანსაცმელი იყიდეთ სამსახურისთვის", - აღნიშნავს CareerBuilder-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, როზმარი ჰაფნერი.

მაინც რაში იხარჯება თანხა თუ ვმუშაობთ? CareerBuilder-ი მოკლე ჩამონათვალს გვთავაზობთ:

1. მგზავრობა. თუ ჩვენ საკუთარი ავტომობილით ვმგზავრობთ მეტი გვეხარჯება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო ნაკლები.

2. სადილი. თუ სახლიდან საკვები არ მიგვაქვს, გვიწევს მისი გარეთ ყიდვა. აშშ-ში კლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 72%-ს საჭმელი სახლიდან მიაქვს სამსახურში.

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს